"მანჩესტერ სიტიმ" კევინ დე ბრუინს დაუმიზნა

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" წინადადებას ამზადებს "ვოლფსბურგის" ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის ტრანსფერთან დაკავშირებით. როგორც გაზეთი "სანდი თაიმსი" წერს, "ქალაქელებს" ბელგიელის გადაბირება დაახლოებით 20 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.

დე ბრუინი ბუნდესლიგის წლევანდელი გათამაშების საუკეთესო ასისტენტია: 17 მატჩში 10 საგოლე პასი დაუგროვდა, რასაც სამი გატანილი გოლი ემატება.

* * *
"ვოლფსბურგთან" დაკავშირებული კიდევ ერთი ინფორმაცია ამ გუნდის ნახევარმცველ აარონ ჰანტს ეხება. 28 წლის ფეხბურთელმა, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ბაზრის პერიოდში დატოვოს "მგლების" რიგები. აღმოჩნდა, რომ ჰანტს დაძაბული ურთიერთობა აქვს "ვოლფსბურგის" მთავარ მწვრთნელთან, დიტერ ჰეკინგთან.
აი, რას ამბობს ეს უკანასკნელი:

"სათამაშო თვალსაზრისით, ჰანტს ვერაფერს ვუსაყვედურებ. შესაძლოა, ის მცირე იმედგაცრუებას განიცდის იმის გამო, რომ მისი გეგმები არ განხორციელდა, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ ძირითადში ისეთი ფეხბურთელის დაყენებას, რომელიც გონებით გუნდთან ერთად არ იმყოფება".

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ჰანტმა განაცხადა - ოთხი თვეა, ჰეკინგს არ ველაპარაკებიო. პირველ წრეში ექსბრემენელმა 11 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ძირითად შემადგენლობაში მან მხოლოდ სამჯერ ითამაშა.

გერმანული პრესა წერს, რომ აარონს "ვერდერში" დაბრუნება სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული