ტურინის "იუვენტუსმა" სერდან შაქირის იჯარა შეათანხმა

AutoSharing Option
თუ იტალიურ პრესას ვერწმუნებით, სერია A-ს ლიდერი "იუვენტუსი" მოელაპარაკა "ბაიერნს" შვეიცარიელი სერდან შაქირის ტრანსფერზე.

კერძოდ, ლაპარაკია სეზონის მეორე ნახევარში იჯარაზე, რომლის ღირებულება ორი მილიონი ევროა.

თუ ნახევარმცველი თავს მოაწონებს ახალ გუნდს, "იუვენტუსს" შეეძლება შაქირის 13 მილიონ ევროდ გამოსყიდვა.

* * *
"ვოლფსბურგის" ნახევარმცველს, კევინ დე ბრუინს კიდევ ერთი მთხოვნელი გამოუჩნდა - გერმანიის ჩემპიონი მიუნხენის "ბაიერნი". უფრო ადრე 23 წლის ბელგიელის შეძენის სურვილი გაუჩნდა "პარი სენ-ჟერმენს", თუმცა ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ თავად "ვოლფსბურგი" არ აპირებს ნახევარმცველის სხვა გუნდში
გაშვებას.

* * *
"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა განაცხადა, რომ მცველები - დავიდ ალაბა და ჰოლგერ ბადშტუბერი იანვარში ჩადგებიან მწყობრში. 22 წლის ავსტრიელმა მარჯვენა მუხლის ტრავმა "რომასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო, 25 წლის ბადშტუბერი კი ბუნდესლიგის მე-3 ტურიდან ვერ ახერხებს თამაშს ბარძაყის ტრავმის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული