აფრიკის ერთა თასი: იაიაიაია - ტურე მეოთხედ!

AutoSharing Option
აფრიკის ერთა თასი ახლოვდება და ალბათ, კარგი იქნება, თუ კონტინენტის 2014 წლის საუკეთესოთა გამორჩეულ ნომინაციებსა და მათ გამარჯვებულებს დეტალურად გადავავლებთ თვალს და განვიხილავთ, აქცენტს უფრო ინდივიდუალურ ნომინაციებზე გავაკეთებთ.

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის ვერსიით, კონტინენტის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი იაია ტურე გახდა. შეგახსენებთ, რომ კოტდივუარელმა ეს აღიარება ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

ქალთა შორის კი ასისატ ოსჰოალამ იმარჯვა, რომელიც ამავდროულად, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. სპეციალურ ნომინაციაში, როგორც იმედისმომცემმა ტალანტმა, იასინ ბრაჰიმიმ იმარჯვა. შეგახსენებთ, რომ აფრიკის წლის საუკეთესო მოთამაშესთან დაკავშირებით BBC-ის ვერსია და ჯილდოც საკმაოდ
პრესტიჟულია და მისი მიხედვით, საუკეთესოდ სწორედ "პორტუს" ალჟირელი შემტევი დასახელდა, ბრაჰიმიმ მაშინ სწორედ იაია ტურეს და ნიგერიის ნაკრების მეკარეს, ვენსან ენიეამას აჯობა.

კანდიდატები დაახლოებით იგივენი იყვნენ ამ შემთხვევაშიც, მაგრამ საბოლოოდ, "სიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბრაჰიმისაც აჯობა, ენიეამასაც, თანამემამულე ჟერვინიოსაც და მით უმეტეს, ვინმე სხვასაც.

წლის ნაკრები კი ალჟირი გახდა და ამას, ალბათ, ყველანი ველოდით, რადგან ალჟირელები აფრიკის კონტინენტიდან ყველაზე ღირსეულად წარდგნენ მუნდიალზე.

აფრიკის წლის ფეხბურთელი: იაია ტურე (კოტ დ'ივუარი, "მანჩესტერ სიტი")

აფრიკის წლის ფეხბურთელი აფრიკაში მოთამაშეებს შორის: ფირმინ მუბელე ნდომბე (კონგოს დრ, "ვიტა")

აფრიკის წლის ქალი ფეხბურთელი: ასისატ ოსჰოალა (ნიგერია, "რივერ ანჟელსი")

აფრიკის წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი: ასისატ ოსჰოალა (ნიგერია, "რივერ ანჟელსი")

აფრიკის წლის იმედისმომცემი ტალანტი: იასინ ბრაჰიმი (ალჟირი, "პორტუ")

აფრიკის წლის მწვრთნელი: ხეირედინ მადუი ("ენტენტე სეტიფი")

აფრიკის წლის ნაკრები: ალჟირი

აფრიკის წლის ქალთა ნაკრები: ნიგერია

აფრიკის წლის კლუბი: "ენტენტე სეტიფი" (ალჟირი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული