რონალდოსა და შეიკის დაშორების მიზეზი კრიშტიანოს დედა ყოფილა

AutoSharing Option
პორტუგალიური გამოცემები მადრიდის "რეალის" ფორვარდის კრიშტიანო რონალდოსა და რუსი სუპერმოდელის ირინა შეიკის დაშორების მიზეზებზე აქტიურად წერენ.

მთავარ მიზეზად კი ირინას გადაწყვეტილება სახელდება, რომელმაც კრიშტიანოს დედის, დოლორესის მე-60 დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ახალ წლამდე გამართულ წვეულებაზე მისვლა არ ისურვა. ამის შესახებ Correio da Manha წერს, რომლის ცნობით, კრიშტიანო ისე აღაშფოთა გოგონას ქცევამ, რომ მასთან ურთიერთობისთვის წერტილის დასმა გადაწყვიტა და ახალ წელსაც მხოლოდ ოთხი წლის ვაჟიშვილთან ერთად შეხვდა, რომლის დედის ვინაობა გასაიდუმლოებულია.

წყვილი ერთმანეთს 2010 წლის იანვრიდან ხვდებოდა. შეგახსენებთ, რომ 12
იანვარს გამართულ "ოქროს ბურთის" დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე, სადაც რონალდო ჯილდოს მესამედ დაეუფლა, ირინა შეიკი არ იმყოფებოდა, რამაც გაამძაფრა ეჭვები, რომ მათ შორის რაღაც ისე ვერ იყო...
მკითხველის კომენტარები / 3 /
გიო ერთი მშობელი რანაირად ყავს ბავშვს? :D :D :D
reziko
16:25 18-01-2015
1
ირინა შეიკიზე და რინალდოზე ჭორაობთ და იტალიის თასის ბოლო თამაშებზე არაფერი დაწერეთ. იუვე 6-1 ვერონა. იუვეს წინააღმდეგ კარგად დებთ სტატიებს არა?
messi 10
18:10 17-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული