ალექსანდრ კოკორინი: კაპელოს ჩემგან ფული ჯერ არ უსესხებია

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელმა ალექსანდრ კოკორინმა განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ფაბიო კაპელოს მისგან ფული ჯერ არ უსესხებია.

ფორვარდის თქმით, მას არ სურს, რომ იტალიელი სპეციალისტი ნაკრებიდან ხელფასის დაგვიანების გამო წავიდეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის სახელფასო დავალიანება კაპელოს მიმართ 600 მილიონ რუბლს შეადგენს (დაახლოებით 8 მილიონი ევრო).

- ფაბიო კაპელოს ფეხბურთელებისგან ფული ჯერ არ უსესხებია?
- ჯერ არა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, სიტუაცია უცნაურია. კაპელოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მისი ყოფნის დროს ავთამაშდი. თუ ის წავა რაღაც მიზეზების გამო, ჩემთვის ეს
ცუდი იქნება.

მსოფლიოს ჩემპიონატის გამო გულშემატკივრების წინაშე ვალში ვართ და ამასთან ერთად, ევრო 2016-ზე უნდა გავიდეთ. ჯობია, ამ ტურნირზე კაპელოს თანხლებით გავიდეთ, რადგან ცვლილებებმა შესაძლოა ნაკრებზე ცუდად იმოქმედოს", - თქვა კოკორინმა sportbox.ru-სთან საუბარში.

ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურიამ და რუსმა ფეხბურთელმა მოედანზე იჩხუბეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული