02:41 09-02-2015
კოტ დ'ივუარის ნაკრები აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულია [VIDEO]
AutoSharing Option
ფინალური მატჩი თანაბარი გამოდგა, ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება, 90 წუთში არც ერთ კარში გოლი არ გასულა. დაინიშნა დამატებითი ტაიმები. არც ამან გამოიღო შედეგი და დაინიშნა პენალტების სერია.
პენალტების 5-5-დარტყმიანი სერია 3:3 დასრულდა. ბოლოს ყველაფერი მეკარეთა დუელში გადაწყდა, განელთა გოლკიპერ რაზაკს ბუბაქარ ბარიმ აუღო, თავად კი გაიტანა და ფინალის გმირი გახდა - კოტ დ'ივუარი აფრიკის ჩემპიონია!
განელი კრისტიან ატსუ აფრიკის ერთა თასის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მესამე ადგილისთვის მატჩში მასპინძლებმა დასანანი მარცხი იწვნიეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. შეხვედრა 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ხავიერ ბალბოამ და რაულ ფაბიანიმ თავიანთი პენალტები ვერ გამოიყენეს - 2:4.
მატჩი მე-3 ადგილისთვის
დ.რ. კონგო-ეკვ. გვინეა 0:0 (4:2 პენ)
ფინალი
კოტ დ'ივუარი-განა 0:0 (9:8 პენ)
კოტ დ'ივუარი (4-4-2): ბარი - ორიე, ბაილი, კ. ტურე, კანონი - გრადელი (67. დუმბია), სერეი დიე, ი. ტურე, ტიენე (116. კალუ) - ბონი, ჟერვინიო (122. ტალიო)
განა (4-4-2): რაზაკი - აფფული, ბოი, მენსა, ბაბა - აკუა, ვაკასო, ატსუ (116. აჩეამპონგი), ა. აიუ - აპია (99. ჯ. აიუ), ასამოა გიანი (120. აგემიანგ-ბადუ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული