ფოტოშარჟების მორიგი გმირი ამჯერად ჟერვინიო გახდა [PHOTO]

AutoSharing Option
კოტ დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელმა ჟერვინიომ გადაწყვიტა, აფრიკული ერების ფინალში, სადაც მისი ნაკრებიც მონაწილეობდა, პენალტების სერიისთვის არ ეყურებინა.

მატჩის შემდგომ დანიშნულ პენალტებში ჟერვინიო მონაწილეობას არ იღებდა და სათადარიგოთა სკამზე იყო.

ფეხბურთელმა, რომელიც 122-ე წუთზე შეცვალეს, დაძაბული სანახაობის ხილვა არ ისურვა და მოედანს ზურგით მიუბრუნდა.

ჟერვინიოს აღნიშნული ეპიზოდი სატელევიზიო ტრანსლაციაში მოხვდა, რომელიც შემდეგ ინტერნეტმომხმარებლებმა აიტაცეს და უამრავი სახალისო ფოტოშარჟი შექმნეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ კოტ დ'ივუარისა და განის ნაკრებებს შორის ფინალური შეხვედრა და დამატებითი ტაიმები უგოლო ფრით დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში კოტდივუარელებმა
ანგარიშით 9:8 იმარჯვეს.

ასევე იხილეთ:
კოტ დ'ივუარის ნაკრები აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული