ნაადრევად ხანდაზმულები: ოპტიკური ილუზია თუ გადაკეთებული ასაკი?

AutoSharing Option
ფოტოზე: დიეგო კოშტა და სერხიო აგუერო
იაკუბუ აიეგბენის შესახებ ფეხბურთის მოყვარულებს, ალბათ, დიდი ხანია, გსმენიათ და ალბათ, ისიც იცით, რომ იგი "რედინგში" გადაბარგდა. სწორედ ამ ტრანსფერმა ააგორა ფეხბურთელების ასაკთან დაკავშირებული და მათი ასაკის გარეგნობასთან შესაბამისობის თემა.

საბუთებით იაკუბუ 32 წლისაა, მაგრამ ბრიტანეთში ნაკლებად სჯერათ, რომ ნიგერიელი, მაგალითისთვის, სტივენ ჯერარდზე 2 წლით უფრო ახალგაზრდაა. თუმცა მსგავსი მითქმა-მოთქმა მხოლოდ აფრიკელი ფეხბურთელების გარშემო არ ჩნდება ხოლმე და მოდი, 5 ისეთი მოთამაშე გავიხსენოთ, რომლებიც ასაკთან შედარებით აშკარად უფრო ხანდაზმულად გამოიყურებიან.

ჯოზეფ მინალა
ასაკის შესახებ ყველაზე
დიდი სკანდალი ბოლოს კამერუნელი ჯოზეფ მინალას გარშემო აგორდა, როდესაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კამერუნის ქალაქ იაუნდეში დაბადებული ნახევარმცველი სინამდვილეში 41 წლისაა...

რომის "ლაციოს" სხვადასხვა წარმომადგენლის პირითა და დოკუმენტების ფრიალით ეს ჭორები უარყვეს.

ძალიან განაწყენდა თავად მინალაც, რომელიც 24 აგვისტოს გახდება 19 წლის და ახლა "ბარიშია" განათხოვრებული. თუმცა, ალბათ, თავადაც დამეთანხმებით, რომ ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ ისიც 18 წლისაა და მის გვერდით მეორე სურათზე მყოფი სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი რივალდო კოეტციც, უცნაურად ჩანს.
Sportall.Ge

დიეგო კოშტა
ბრაზილიელ-ესპანელის ასაკსა და გარეგნობაზე ასევე ბევრს ლაპარაკობდნენ.

დიეგო კოშტა "სპაგეტი ვესტერნის" ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს ჰგავს და ვიზუალის გარდა, პრინციპში, საქმითაც ამყარებს ამ პარალელს - ის სხვადასხვა ქალაქში ჩადის, დუელებში გამარჯვებული გამოდის, იმას იღებს, რაც უნდა და იმას აკეთებს, რაც სურს.

მადრიდის "ატლეტიკოს" ექსთავდამსხმელი ასევე "ათლეტების" ყოფილ ფორვარდს და პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში მის მთავარ კონკურენტს, უფრო ახალგაზრდული იერსახის მქონე სერხიო აგუეროს შეგვიძლია შევადაროთ.

კოშტაც და "კუნიც" 26-26 წლისანი არიან. ნუთუ?

ჰენდრი ტომასი
ჰონდურასელი საყრდენი, რომელიც ამჟამად ამერიკული "დალასის" ღირსებას იცავს, თავის დროზე, ალბათ, "უიგანის" საოცარმა და სანერვიულო სეზონმა "დააბერა" ნაჩქარევად. ჰენდრი ბერნარდო ტომას სუასო 30 წლისაა, ისევე, როგორც კრიშტიანო რონალდო...
Sportall.Ge
სახალისოც კი არის იმის წარმოდგენა, თუ როგორ აძლევდა "უიგანში" ენერგიული და გარეგნულად ბევრად უფრო ახალგაზრდული მწვრთნელი რობერტო მარტინესი დარიგებებს ტომასს, რომელიც აშკარად უფრო დიდის შთაბეჭდილებას ტოვებს.

პაბლო საბალეტა
არგენტინელი მცველი ამ ფორმაციის "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთი ყველაზე ძველი წევრია.

"სან ლორენსოსა" და "ესპანიოლის" ყოფილი ფეხბურთელი "ქალაქელთა" რიგებში 2008 წელს მივიდა, მაგრამ თუკი თმაგაცვენილი და მობერებული პაბლო საბალეტას შემხედვარე, ვინმე გაიფიქრებს, რომ მას მერე 7 კი არა, 17 წელი გავიდა, გასაგები იქნება.

საილუსტრაციოდ 30 წლის მარჯვენა მცველი მის თანატოლს, ამერიკელ მოცურავეს, 11 ოლიმპიური მედლის მქონე რაიან ლოხტეს შევადაროთ.
Sportall.Ge

ჟერემი ტულალანი
როდესაც ჟერემი ტულალანს უყურებ, ფიქრობ, რომ ამ ფეხბურთელმა სადაცაა, კარიერა უნდა დაასრულოს, მაგრამ ფრანგი ნახევარმცველი ჯერ მხოლოდ 31 წლისაა.

არც ის და არც ფილიპ ლამი დიდი ხანია, აღარ არიან პატარა ბიჭები, მაგრამ წინასწარ რომ არ იცოდე, "მონაკოს" ნახევარმცველი და გერმანელი ადამიანს ერთ ასაკის ნამდვილად არ გეგონება.
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
..... შედით, მსგავსი სტატიების მეტი არფერია
...არა მგონია ეს სტატია თავიანთი დაწერილი იყოს,
15:39 12-02-2015
0
მერე რა ეგ ფეხბურთელები ყველა კარგად თამაშობს
SHAKO
15:35 12-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული