პირველ ამხანაგურ მატჩს ბრაზილია 26 მარტს, პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს. მეორე შეხვედრა კი 29 მარტს, ნეიტრალურ მოედანზე, ლონდონის "ემირეითსზე" ჩილეს ნაკრებთან შედგება.
ბრაზილიელთა შემადგენლობას დაუბრუნდნენ მარსელო და რობინიო. "სელესაოს" სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ჯეფერსონი (ბოტაფაგო); მარსელო გროე (გრემიო); დიეგო ალვეში (ვალენსია).
მცველები: დავიდ ლუიზი, მარკინიოსი, ტიაგო სილვა (სამივე - პსჟ); მირანდა
ნახევარმცველები: ლუის გუსტავო (ვოლფსბურგი); ფერნანდინიო (მანჩესტერ სიტი); ელიასი (კორინთიანსი); სოუზა (სან პაულო); ოსკარი, ვილიანი (ორივე - ლონდონის ჩელსი); კოუტინიო (ლივერპული); დუგლას კოშტა (დონეცკის შახტარი).
თავდამსხმელები: რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი); ნეიმარი (ბარსელონა); დიეგო ტარდელი (შანდონგ ლუნენგი); რობინიო (სანტოსი).