კოლუმბიას დიაზის ფანტასტიკურმა "მაკრატელამ" ვერ უშველა! ბრაზილიამ გამარჯვება მეათე დამატებულ წუთზე მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 ივნისს, კოპა ამერიკის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

ტურნირის მასპინძელი ბრაზილია კოლუმბიას დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა.

სტუმრებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს. თავი ლუის დიასმა შესანიშნავი "მაკრატელა" დარტყმით გამოიჩინა.

კოლუმბიელები უპირატესობას დიდხანს ინარჩუნებდნენ, თუმცა "სელესაოს" შეტევების გაძლება დროდადრო რთულდებოდა. 78-ე წუთზე რენან ლოდის ჩაწოდებას რობერტო ფირბინო გამოეხმაურა და წონასწორობა აღადგინა.

შეხვედრის ბოლო წუთები ძალიან გაიწელა, 90+10 წუთზე კი მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კაზემირომ კუთხურით თავური დარტყმით ბრაზილიელი ზედიზედ მე-10 გამარჯვებით აზეიმა.

ამრიგად,"სელესაოს" 3 ნათამაშები შეხვედრის შემდეგ 9 ქულა აქვს და
B ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. თავის მხრივ, კოლუმბიამ 4 თამაში გამართა და 4 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.

ბრაზილია მომდევნო შეხვედრას 28 ივნისს ეკვადორის წინააღმდეგ გამართავს. კოლუმბიამ კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები უკვე დაასრულა.

სხვა შეხვედრა:

ეკვადორი - პერუ - 2:2

მკითხველის კომენტარები / 3 /
10 წუთის დამატება რა უბედურებაა, გოლდენსტორი იყო??
vano
11:25 25-06-2021
0
Zustad masea..arada ar kabs iseti nakrebi cidan varskvlavebs rom ckbeydes..cels kopa argentinisaa...
Labirinti..
09:51 25-06-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული