12:28 17-03-2015
MLS: დავიდ ვილიას და "ნიუ იორკის" პირველი ოფიციალური [VIDEO]
AutoSharing Option
MLS-ის პირველობის II ტურში ესპანელმა მე-19 წუთზე "ნიუ ინგლენდთან" მატჩში გახსნა ანგარიში. ეს შეხვედრა "ნიუ იორკ სიტიმ" 2:0 მოიგო, მეორე გოლი პატრიკ მალინსმა გაიტანა. ეს კლუბის ისტორიაში პირველი ოფიციალური გამარჯვებაა, რომელიც 2014 წელს შეიქმნა.
მატჩის წინ დავიდ ვილიას სპეციალური შეხვედრა მოუწყო ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ.
შეხვედრა ბეისბოლის გუნდის, "ნიუ იორკ იანკისის" სტადიონზე გაიმართა, სადაც ფეხბურთის მოედანი უცნაურად იყო დახაზული (იხილეთ ფოტოზე). "ნიუ იორკ სიტის" პირველ საშინაო მატჩზე 44 ათასამდე მაყურებელი მივიდა.
"ძალიან ბედნიერი ვარ ამ მატჩისა და შედეგის გამო. მთელმა გუნდმა კარგად იბრძოლა დღეს. ეს იყო ჩვენი პირველი თამაში, 40 ათასზე მეტი გულშემატკივარი გვამხნევებდა და ეს ძალიან მომწონს. ასეთ სიცივეში ამდენი ხალხის მოსვლას ნამდვილად არ ველოდი. მადლობა ფანებს მხარდაჭერისთვის", - განაცხადა დავიდ ვილიამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული