3 წლის შემდეგ: დავიდ ვილია ნაკრებში გამოიძახეს

AutoSharing Option
35 წლის ესპანელი თავდამსხმელი დავიდ ვილია ეროვნულ ნაკრებში 3-წლიანი პაუზის შემდეგ გამოიძახეს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც "ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ იტალიასთან და ლიხტენშტაინთან გასამართი მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა.

დავიდ ვილია, 97 თამაშში გატანილი 59 გოლით, ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, თუმცა ოკეანის გაღმა, "ნიუ იორკ სიტიში" მოთამაშე ვეტერანს ეროვნული გუნდის ფორმით მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ აღარ უთამაშია.

ლოპეტეგის რჩეულების სრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
მეკარეები: დე ხეა, რეინა, კეპა
მცველები: ალბა, ასპილიკუეტა, ბარტრა, კარვახალი, ნაჩო, მონრეალი, პიკე,
რამოსი
ნახევარმცველები: ისკო, ტიაგო, ბუსკეტსი, სუსო, სილვა, ინიესტა, საული, კოკე
თავდამსხმელები: ასენსიო, ასპასი, დეულოფეუ, ვიტოლო, მორატა, პედრო, ვილია

ესპანელები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, 2 სექტემბერს იტალიას უმასპინძლებენ, 5 სექტემბერს კი ლიხტენშტაინს ეწვევიან.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული