MLS: დავიდ ვილიას და "ნიუ იორკის" პირველი ოფიციალური [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა დავიდ ვილიამ თავისი პირველი გოლი გაიტანა ახალი კლუბის, "ნიუ იორკ სიტის" შემადგენლობაში.

MLS-ის პირველობის II ტურში ესპანელმა მე-19 წუთზე "ნიუ ინგლენდთან" მატჩში გახსნა ანგარიში. ეს შეხვედრა "ნიუ იორკ სიტიმ" 2:0 მოიგო, მეორე გოლი პატრიკ მალინსმა გაიტანა. ეს კლუბის ისტორიაში პირველი ოფიციალური გამარჯვებაა, რომელიც 2014 წელს შეიქმნა.

მატჩის წინ დავიდ ვილიას სპეციალური შეხვედრა მოუწყო ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ.

შეხვედრა ბეისბოლის გუნდის, "ნიუ იორკ იანკისის" სტადიონზე გაიმართა, სადაც ფეხბურთის მოედანი უცნაურად იყო დახაზული (იხილეთ ფოტოზე). "ნიუ
იორკ სიტის" პირველ საშინაო მატჩზე 44 ათასამდე მაყურებელი მივიდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ ამ მატჩისა და შედეგის გამო. მთელმა გუნდმა კარგად იბრძოლა დღეს. ეს იყო ჩვენი პირველი თამაში, 40 ათასზე მეტი გულშემატკივარი გვამხნევებდა და ეს ძალიან მომწონს. ასეთ სიცივეში ამდენი ხალხის მოსვლას ნამდვილად არ ველოდი. მადლობა ფანებს მხარდაჭერისთვის", - განაცხადა დავიდ ვილიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული