ჰოლანდია-ესპანეთი 2:0 - ამსტერდამში რევანში ვერ შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ სანაკრებო ბატალიების მორიგი მატჩები გაიმართა - აქედან მხოლოდ ერთი იყო ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის დაპირისპირება, მარკ ვილმოტსის ბელგიამ ისრაელი სტუმრად 1:0 დაამარცხა.

სხვა შეხვედრები ამხანაგური იყო, თუმცა ორი დაპირისპირება ისეთი იყო, ოფიციალურ მატჩებზე მეტად რომ აინტერესებთ. ტურინში იტალია და ინგლისი შეიბნენ, ამსტერდამში კი - ჰოლანდია და ესპანეთი.

"ამსტერდამ არენაზე" გამოჩნდა, რომ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს საუკეთესო დროება არ უდგას, გუუს ჰიდინკის ბიჭებმა დავიდ დე ხეას კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს - 2:0.

მატჩის მე-13 წუთზე ვესლი სნეიდერმა მარცხნიდან საჯარიმოში
ჩააწოდა და სტეფან დე ვრეიმ თავით აჯობა ცენტრალურ მცველებს. 3 წუთში ჰოლანდიამ კვლავ გაიტანა, დევი კლაასენს დე ხეამ ახლო მანძილიდან აუღო, მაგრამ დამატებაზე ისევ ჰოლანდიელმა იმარჯვა. მეორე ტაიმში იყო დავიდ სილვას სამართლიანად გაუქმებული გოლი, ესპანელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო და ხელითაც ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიუხედავად უდიდესი პატივისცემისა დელ-ბოსკემ ამოწურა თავი ესპანეთის ნაკრებში, ცვლილებებია საჭირო ახლავე, თორემ ევროპაზე ისევ შერცხვებიან!
irakli-fan
09:35 01-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული