"გალათასარაიმ" თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ბეშიქთაშს" საკუთარ მოედანზე ანგარიშით 2:0 სძლია და 76 ქულით პირველ ადგილს უკვე ვერავინ წაართმევს.
"გალათასარაის" მე-20 საჩემპიონო ტიტული ფანებმა ისე აღნიშნეს, რომ ზეიმის ფოტოებმა თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტო მოიარა.
რამდენიმე გულშემატკივარი ჰაერში ისროდა. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.