ჩვენთვის საინტერესო დაპირისპირება შედგა დუბლინში, სადაც ევრო 2016-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქე ირლანდიასთან სათამაშოდ ინგლისი ჩავიდა. "ავივაზე" გოლი არ გასულა - ფრე 0:0. აღსანიშნავია, რომ ინგლისს ირლანდია 1985 წლის მერე არ დაუმარცხებია.
"ბარსელონასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მომგები ლიონელ მესის, ნეიმარისა და ლუის სუარესის გარეშე ითამაშეს არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ნაკრებებმა.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებმა შინ ბოლივიას უმასპინძლეს და ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. ანგარიში ანხელ დი მარიამ 25-ე წუთზე გახსნა, რასაც სერხიო აგუეროს ჰეთ-თრიქი
ბრაზილიის ნაკრებმა ორი უპასუხო გოლი გაუტანა მექსიკას. 28-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ გაიტანა, 37-ეზე კი - დიეგო ტარდელიმ.
საინტერესო შეხვედრა გაიმართა "სტად დე ფრენსზე", სადაც საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა ბელგიას უმასპინძლა და ანგარიშით 3:4 დამარცხდა.
სტუმრებმა თავიდანვე გაილაღეს - მე-17 და 42-ე წუთებზე მარუან ფელაინიმ დუბლი შეასრულა, 50-ეზე კი გოლით რაჯა ნაინგოლანიც გამოირჩა.
მასპინძლებმა მატიო ვალბუენას (53) ზუსტი 11-მეტრიანით ერთი ბურთი გაქვითეს, თუმცა ერთ წუთში საპირისპირო მხარეს დანიშნული პენალტი გოლად უკვე ედენ აზარმა აქცა. დარჩენილ დროში ფრანგებმა ორი გოლი გაიტანეს - 89-ეზე ნაბილ ფეკირმა შეაგდო, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი საბოლოო ანგარიში დიმიტრი პაიეტმა დააფიქსირა.
შაბათს ურუგვაიმ გვატემალა გაანადგურა - 5:1. აღსანიშნავია, რომ დუბლი ედისონ კავანიმ შეასრულა (მე-18, 31-ე პენ.)
ამხანაგური მატჩები
არგენტინა-ბოლივია 5:0
ბრაზილია-მექსიკა 2:0
ურუგვაი-გვატემალა 5:1
საფრანგეთი-ბელგია 3:4
ჩილე-სალვადორი 1:0
ბერმუდა-პუერტო რიკო 1:1
სინგაპური-ბრუნეი 5:1
კენია-რუანდა 0:0
მალაიზია-ჰონგ კონგი 0:0
ანდორა-ეკ. გვინეა 0:1
ბურკინა ფასო-კამერუნი 2:3
მალი-ლიბია 2:2
ნიგერია-გაბონი 2:1
ეკვადორი-პანამა 4:0
კოლუმბია-კოსტა რიკა 1:0
პარაგვაი-ჰონდურასი 2:2
რუსეთი-ბელორუსი 4:2
სერბეთი-აზერბაიჯანი 4:1
მავრიტანია-სენეგალი 1:0
ხორვატია-გიბრალტარი 4:0