ჩილე-ურუგვაი 1:0 - კოპა ამერიკის პირველი ნახევარფინალისტი მასპინძელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩილეში მიმდინარე კოპა ამერიკის 2015 წლის გათამაშებაში პირველი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა.

თბილისის დროით 25 ივნისს გამართულ პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში მასპინძელმა ჩილეს ნაკრებმა ურუგვაის ეროვნულ გუნდს მინიმალური ანგარიშით სძლია.

სანტიაგოში, სტადიონ "ნასიონალზე" გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე მაურისიო ისლამ ხორხე ვალდივიას პასის შემდეგ გაიტანა. მანამდე კი, 63-ე წუთზე მსაჯმა მეორე გაფრთხილებისთვის მოედნიდან სტუმართა თავდამსხმელი ედინსონ კავანი გააძევა.

სხვათა შორის, 88-ე წუთზე ურუგვაელებმა კიდევ ერთი ფეხბურთელი მოისაკლისეს - მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნის დატოვება ხორხე ფუსილესაც მოუხდა.

ტურნირის 1/2-ფინალში ჩილეს ნაკრების
მეტოქე ბოლივია-პერუს წყვილში გამარჯვებული იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მსაჯი უნდა დაკიდო ფეხებით, თუმცა სანამ ფიფა არ გაიწმინდება მაფიოზებისაგან ფეხბურთს არაფერი ეშველება
levani
12:03 25-06-2015
0
კავანი რატო გააგდო? ტენდენციურობაა ძალიან მაგარი
გიორგი
13:03 25-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული