10:35 25-06-2015
ჩილე-ურუგვაი 1:0 - კოპა ამერიკის პირველი ნახევარფინალისტი მასპინძელია [VIDEO]
AutoSharing Option
თბილისის დროით 25 ივნისს გამართულ პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში მასპინძელმა ჩილეს ნაკრებმა ურუგვაის ეროვნულ გუნდს მინიმალური ანგარიშით სძლია.
სანტიაგოში, სტადიონ "ნასიონალზე" გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე მაურისიო ისლამ ხორხე ვალდივიას პასის შემდეგ გაიტანა. მანამდე კი, 63-ე წუთზე მსაჯმა მეორე გაფრთხილებისთვის მოედნიდან სტუმართა თავდამსხმელი ედინსონ კავანი გააძევა.
სხვათა შორის, 88-ე წუთზე ურუგვაელებმა კიდევ ერთი ფეხბურთელი მოისაკლისეს - მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნის დატოვება ხორხე ფუსილესაც მოუხდა.
ტურნირის 1/2-ფინალში ჩილეს ნაკრების მეტოქე ბოლივია-პერუს წყვილში გამარჯვებული იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მსაჯი უნდა დაკიდო ფეხებით, თუმცა სანამ ფიფა არ გაიწმინდება მაფიოზებისაგან ფეხბურთს არაფერი ეშველება
0
0
კავანი რატო გააგდო? ტენდენციურობაა ძალიან მაგარი
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული