ბოლივია-პერუ 1:3 - ხოსე გერეროს ჰეთ-თრიქით

AutoSharing Option
ჩილეში მიმდინარე კოპა ამერიკის 2015 წლის გათამაშებაში კიდევ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. თბილისის დროით 26 ივნისს გამართულ მატჩში პერუს ნაკრებმა ბოლივია დაამარცხა - 3:1.

კოპა ამერიკის ნახევარფინალში პერუს ნაკრები მასპინძელ ჩილეს 30 ივნისს დაუპირისპირდება.

ქალაქ ტემუკოში, სტადიონ "ჰერმან ბეკერზე" ჩატარებულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი პერუელთა თავდამსხმელმა ხოსე გერერომ შეასრულა. მან ანგარიში მე-20 წუთზე თავური დარტყმით გახსნა, შემდეგ მეტოქის მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა გაიტანა (23), მესამედ კი საჯარიმოს გარედან მას შემდეგ გაგზავნა ბურთი კარში, რაც ბოლივიელი მცველების შეცდომით ისარგებლა (74).

ბოლივიის ნაკრებმა მატჩის მიწურულს
ერთი ბურთი გაქვითა - 84-ე წუთზე პრესტიჟის გოლი მარსელო მორენომ 11-მეტრიანიდან შეაგდო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხოსე კიარა პაბლო ჰქვია
shota
11:37 26-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული