ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 2 ივლისი

AutoSharing Option
10:00 AS-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ცოტა დააკლო დავიდ დე ხეას ფასს - ადრე თუ მანკუნიანელები 46 მილიონ ევროს ითხოვდნენ "რეალისგან", ახლა 35 მილიონ ევროზეც ყაბულს არიან. "სამეფო კლუბი" კი ახალგაზრდა გოლკიპერის სანაცვლოდ 30 მილიონის გადახდაზეა თანახმა.

13:16 რუსი ფორვარდი ანდრეი არშავინი კრასნოდარში გამოჩნდა. სავარაუდოდ, ის "ყუბანში" გააგრძელებს კარიერას.

13:29 The Sun-ის ინფორმაციით, "ბეშიქთაშის" დირექტორი ყველა ღონეს იხმარს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელ ფორვარდ რობინ ვან პერსის მისთვის ხელსაყრელი წინადადებით მიმართოს.

13:36: De Telegraph: "მანჩესტერ იუნაიტედს" კვლავ აინტერესებს ჰოლანდიელი მცველი სტეფან დე
ვრეი.

13:43 "მილანმა" ვეტერან გოლკიპერ კრისტიან აბიატის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. აბიატი კიდევ 1 სეზონი დაიცავს "როსონერის" ღირსებას.

13:50 ფრანგმა მცველმა ადილ რამიმ "მილანის" რიგები დატოვა და ხელშეკრულება "სევილიასთან" გააფორმა. ტრანსფერის ოდენობა 3,5 მილიონი ევროა.

13:57 უეფამ ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისთვის სანქციები მოუხსნა პსჟ-ს და პარიზული გუნდიც მადაზე მოვიდა - L'Equipe ამტკიცებს, რომ გუნდი ანხელ დი მარიას სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდის.

14:04 იმავე წყაროს ცნობით, თუ დი მარიას ტრანსფერი ჩაიშალა, პსჟ "რომას" მირალემ პიანიჩზე გადაერთვება.

14:32 ლუკას ვასკესი "ესპანიოლიდან" "რეალში" დაბრუნდა. "სამეფო კლუბმა" ის იჯარიდან გამოისყიდა და 5-წლიანი კონტრაქტიც გაუფორმა.

14:46 მარტინ მონტოიამ წარმატებით გაიარა "ინტერში" სამედიცინო შემოწმება.

15:01 სტეფან მბიამ "ტრაბზონთან" 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

15:15 Corriere dello Sport: ტურინის "იუვენტუსი" მზად არის, ოსკარის სანაცვლოდ "ჩელსის" 35 მილიონი ევრო გადაუხადოს.

15:22 ისევ პსჟ აქტიურობს - Telegraph-ის ცნობით, პარიზული გუნდი სამომავლოდ კრიშტიანო რონალდოსთვის მეფურ წინადადებას ამზადებს.

15:37 "ვესტ ჰემმა" დაადასტურა ლონდონის "არსენალის" მცველის, კარლ ჯენკინსონის ინტერესი.

15:45 "მანჩესტერ სიტი" "ვოლფსბურგს" კევინ დე ბრუინის სანაცვლოდ 49,5 მილიონ ევროს სთავაზობს, ფეხბურთელს კი - კვირაში 201 ათას ევროს. წყარო - Goal.com.

16:59 ბრანიმირ ჰრგოტას "გლადბახის" დატოვება სურს, ეს თავად მისმა აგენტმა გამოაცხადა.

16:05 იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ ნიკოლას ლომბერტსი "ზენიტს" ტოვებს. "სანდერლენდი" 30 წლის ბელგიელის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს იხდის.

16:12 "ბილდი" იუწყება, რომ ანტონიო როდრიგესი "შტუტგარტიდან" "ვოლფსბურგში" გადადის. შესათანხმებელია სატრანსფერო თანხა, "მგლები" 12 მილიონს იხდიან, "შვაბები" 18 მილიონს ითხოვენ.

16:20 Depor მ Libero: ჯეფერსონ ფარფანი "შალკედან" "გალათასარაიში" გადაბარგდება.

16:34 "მილანმა" წერტილი დაუსვა კარლოს ბაკას ტრანსფერს. ეს "როსონერის" ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა - წინ სამედიცინო შემოწმებაა.

16:50 Depor მ Libero: კლაუდიო პისარო "ბაიერნიდან" "ატლეტიკო კალკუტაში" გადადის.

17:23 ლი კატერმოლმა "სანდერლენდთან" კონტრაქტი 6 წლით გაახანგრძლივა.

17:30 AS: რაფაელ ბენიტესი ფერნანდო ლორენტეთი დაინტერესდა. ბასკი ცენტრფორვარდის ფასი 15-18 მილიონი ევროა.

17:43 რამონ კალდერონის თქმით, სერხიო რამოსს მართლაც ძალიან სურს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა.

17:50 "ლივერპული" კრისტიან ბენტეკეს ტრანსფერთან სულ უფრო ახლოსაა.

18:01 France Football ამტკიცებს, რომ პსჟ-ს ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეცვლა ქარიმ ბენზემათი სურს.

18:28 "იუვენტუსმა" მეკარე ალბერტო ბრინიოლი "სამპდორიაში" გაანათხოვრა.

18:28 რეკიკმა "მარსელთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ოკამპოსმა - 5-წლიანი.

18:34 დირკ კუიტმა პირველად ივარჯიშა "ფეიენოორდის" რიგებში.

18:40 "რეალის" ნახევარმცველი ალვარო მედრანი "ხეტაფეში" იჯარით ითამაშებს.

18:55 "ჩელსი" აგრძელებს მოლაპარაკებას ასმირ ბეგოვიჩის ტრანსფერზე. "სტოკი" 8 მილიონ გირვანქას ითხოვს.

19:03 რაიან ბაბელმა "ინსტაგრამზე" დაწერა, რომ "ალ-აინში" გადადის. ჰოლანდიელის კონტრაქტი 2-წლიანია.

19:11 ლუის ადრიანომ "მილანთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა, ჯერი კლუბებზეა.

19:18 დანიელ ლევი თავად ჩაფრინდა მადრიდში "ატლეტიკოს" ბელგიელი ფეხბურთელის, ტობი ალდერვეირელდის ტრანსფერის გასაჩარხავად. "ტოტენჰემს" მადრიდული კლუბი 10 მილიონ გირვანქას სთხოვს მცველის სანაცვლოდ.

19:31 მეკარე ტომაშ კუშჩაკი "ბირმინგემის" ღირსებას დაიცავს.

19:39 "ჰოფენჰაიმი" მარკ უტის ტრანსფერს ოფიციალურად ადასტურებს. "ჰეერენვეენის" ფორვარდმა გერმანულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

19:47 ნიკოლას ოტამენდის აგენტმა ESPN-ს განუცხადა, რომ მისი კლიენტი მადრიდის "რეალში" ნამდვილად არ გადავა.

19:54 Daily Mail ამტკიცებს, რომ "ტოტენჰემს" "ევერტონის" ნახევარმცველი ჯეიმს მაკარტი იმდენად აინტერესებს, რომ გარიგებაში შესაძლოა, აარონ ლენონიც ჩართოს.

20:02 "ნიუკასლ იუნაიტედი" მარიო ბალოტელის იჯარითაა დაინტერესებული.

20:10 როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედი" შეუთანხმდა ნიკოლას გაიტანის ტრანსფერზე.

20:20 "რეალი" მზადაა, იკერ კასილიასს ხელფასის ნაწილი უხადოს, თუკი ის ამ სეზონშივე გადაბარგდება სხვა გუნდში.

20:33 "სევილია" კარლოს ბაკას შეცვლას "ბორდოს" ფორვარდ დიეგო როლანით აპირებს.

20:40 პიტერ ოდემვინგიემ "სტოკ სიტისთან" ერთი წლით გაახანგრძლივა ხელშეკრულება.

20:46 "რეალი" ესპანური მედიის დახმარებით, უარყოფს ფერნანდო ლორენტეთი დაინტერესებას.

20:52 ლონდონის "არსენალმა" ენსლი მეიტლენდ-ნაილზი იჯარით "იპსვიჩში" გაუშვა.

20:58 ქპრ-მ "მაინცის" ფორვარდი სებასტიან პოლსტერი დაიმატა.

21:02 "ევერტონმა" "ოლიმპიაკოსისგან" ნახევარმცველ დავიდ ენენზე უფლება გამოისყიდა - ბელგიელმა 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული