იგი კომპიუტერული ფეხბურთის დიდი მოყვარულიც გახლავთ და ცოტა ხნის წინ მთელი დღე კომპანია EA SPORTS-ის ოფისში გაატარა ახალ თამაშში.
დავიდ ალაბა ამ კომპანიის ერთ-ერთი სახეა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ალაბა ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და კარიერაში ძალიან ბევრი რამ წინ აქვს. გთავაზობთ ამ ნიჭიერი ფეხბურთელის
- რამდენად ხშირად თამაშობთ კომპიუტერულ ფეხბურთს?
- ძალიან ხშირად. ვენიდან მეგობრები ხშირად ჩამოდიან და ჩვენ სისტემატურად ვთამაშობთ. როდესაც ლოგინზე წამოვწვები ხოლმე, დაძინებამდე თითქმის ყოველთვის ვთამაშობ "ფიფას".
- კარგი მოთამაშე ხართ? და თანაკლუბელებს თუ ეჯიბრებით ხოლმე?
- გუნდში არაერთი კარგი გეიმერი გვყავს: ბასტი (შვაინშტაიგერი) და თომასი (მიულერი) ბრწყინვალედ თამაშობენ. თუმცა ვფიქრობ, მეც მათთან ერთად ვარ საუკეთესოთა შორის (იცინის).
- ფიფას ფეხბურთის ყდაზე უკვე მოხვდით. ეს რაიმე განსაკუთრებულს ნიშნავს თქვენთვის?
- ეს მართლაც საოცარი შეგრძნებაა. ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა. კომპიუტერული თამაშები ყოველთვის მიყვარდა და ყდაზე მოხვედრილი ვარსკვლავები ჩემთვის მისაბაძები იყვნენ, ახლა კი თავად მოვხვდი ყდაზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული რამაა.
- ის მომენტი თუ გახსოვთ, როდესაც პირველად გამოჩნდით ვირტუალური ფეხბურთის შემადგენლობაში?
- ძალიან ნათლად და კარგად მახსოვს. გუნდთან ერთად ვთამაშობდი და კარგად ვერთობოდით. ითამაშო საკუთარი თავით, მართლაც სახალისოა.
- ხშირად ირჩევთ საკუთარ გუნდსა და თავს?
- ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ და რეალობიდან ეს კომპიუტერულ თამაშშიც გადადის. ამიტომაც ხშირად ვირჩევ ჩემს თავს.
- რომელიმე კონკრეტულ თამაშს თუ გადაითამაშებთ ხოლმე, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ფინალს ან რომელიმე მომავალ მნიშვნელოვან შეხვედრას?
- ამას ხშირად ვაკეთებ მეგობრებთან ერთად, მაგრამ არა მაშინ, როდესაც კლუბთან ერთად ვარ. ამ შემთხვევაში სულ სხვა გუნდებით ვთამაშობთ ხოლმე.
- ვირტუალურ თამაშში თქვენი ფავორიტი გუნდი რომელია?
- "ბაიერნი".
- და ევროპაში რომელი მინდვრის მოთამაშეა თქვენი ფავორიტი?
- ფრანკ რიბერი.
- მესი თუ რონალდო?
- ისინი განსხვავებული ტიპის ფეხბურთელები არიან. ვირტუალურ თამაშში მესი ძალიან ძლიერია ბურთთან ერთად და მისი მეშვეობით შეგიძლია სხვადასხვა ილეთი შეასრულო. რონალდო ჩინებულად ურტყამს და ძალიან სწრაფია, დასწრებაზეც კარგია. რეალურ ფეხბურთში კი მათი შედარება არ შეიძლება, რადგან განსხვავებულნი არიან. ორ მსოფლიო დონის მოთამაშეზე ვსაუბრობთ, რომლებიც დამსახურებულად არიან სადღაც ზემოთ.
- არის რამე ისეთი ვირტუალურ ფეხბურთში, რისი გამოყენებაც შეიძლება რეალურში?
- შესაძლოა, ძალიან მცირე დეტალები. ფიფას ფეხბურთი წლიდან წლამდე უფრო და უფრო რეალური ხდება. როდესაც კომპიუტერულ ფეხბურთს ვთამაშობ, ვცდილობ, ჩემი გამოცდილება გამოვიყენო.
- როგორ შეაფასებთ "ბაიერნის" სეზონს? ორი სერიოზული ტრავმა გქონდათ...
- დიახ, პირადად ჩემთვის, ბევრ კარგთან ერთად, ბევრი პრობლემაც იყო. რასაკვირველია, იყო რამდენიმე კარგი თამაშიც, საჭირო გამოცდილებაც მივიღე, მაგრამ იყო წარუმატებლობებიც. პრობლემა ჯერ მარჯვენა მუხლზე მქონდა, შემდეგ მარცხენაზე. ამ ყველაფრის გადატანა ადვილი არ გახლდათ, მაგრამ ახალი მიზნები დავისახე და ახლა მთ მიღწევას შევეცდები.
- რა მიზნებია?
- ეს არის მიზნები, რომლებიც საკუთარ თავს დავუსახე, მაგრამ იქამდე ბოლომდე უნდა გამოვჯანმრთელდე და მინდორს დავუბრუნდე, რომ გუნდს ისევ დავეხმარო.
- ეს იყო პირველი სეზონი, რომელიც ახალგამომცხვარ მსოფლიოს ჩემპიონებთან ერთად გაატარეთ. ამან მუნდიალზე მონაწილეობის სურვილი უფრო გაგიღვივათ?
- ნამდვილად. ყველა ფეხბურთელს სურს საკუთარ ქვეყანასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა. თუმცა იქამდე ევროპის ჩემპიონატზე ვართ კონცენტრირებულნი, ავსტრიის მიზანი საფრანგეთში მოხვედრაა და მართალია, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, საქმე ჯერჯერობით, კარგად მიდის, შესარჩევი შეხვედრები მშვენივრად ჩავატარეთ და იმედია, ასე გავაგრძელებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"