ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 13 ივლისი

AutoSharing Option
ფოტოზე: "მანჩესტერის" ფეხბურთელთა სია, რომლებიც აზიურ ტურნეში გაემზავრნენ

13:11
დღის პირველი მნიშვნელოვანი ამბავი - სტეფან ელ-შაარავის სავარაუდო წასვლა "მილანიდან". Gazetta Dello Sport-ის ინფორმაციით, "მონაკოს" ძალიან უნდა "ფარაონის" იჯარით აყვანა და არ აშინებს ფორვარდში სამი მილიონის გადახდა.

13:45 ედინ ჯეკო, როგორც ჩანს, მაინც წავიდა "რომაში". "მგლების" სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი მანჩესტერში გაფრინდა, რათა დაასრულოს მოლაპარაკებები ბოსნიელის ტრანსფერთან დაკავშირებით. Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, "რომა" მზად არის, 10 მილიონი ევრო გადაიხადოს ბოსნიელში.

14:21 "ნაპოლის" ფორვარდი ედუარდო ვარგასი, შესაძლოა, "ალ აინში" გადავიდეს სათამაშოდ. 25
წლის ჩილელი 11 მილიონ ევროდ არის შეფასებული. არაბული კლუბი მზად არის, ფეხბურთელს წელიწადში 3.5 მილიონი ევრო გადაუხადოს.

14:32 ბიაბიანიმ კონტრაქტი გააფორმა "ინტერთან". საინტერესო ის არის, რომ "პარმაში" მას არითმია დაუდგინეს და კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტეს.

14:45 ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამტკიცებს, რომ კინგსლი კომანით "ბაიერნია" დაინტერესებული. მიუნხენელებმა იტალიელებს 15 მილიონი შესთავაზეს.

14:58 "შალკე" და "ლევერკუზენი" შეუერთდნენ იმ კლუბებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ალესიო ჩერჩით. გერმანულ გუნდებს სურთ შეწყვიტონ იტალიელის წელიწადნახევრიანი იჯარა "მილანში" და შეიძინონ ფორვარდზე უფლებები. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ჩერჩი მადრიდის "ატლეტიკოს" ეკუთვნის.

15:21 ვალტერ გარგანო "ნაპოლიდან" მექსიკურ კლუბ "მონტერეიში" გადავიდა.

15:24 მადრიდის "ატლეტიკომ" ახალი შენაძენი წარადგინა - იანიკ ფერეირა-კარასკო.

16:52 მორგან შნაიდერლინი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია. მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. "როცა "იუნაიტედის" მხრიდან ინტერესის შესახებ შევიტყვე, იოლი გადასაწყვეტი იყო - სად უნდა გამეგრძელებინა კარიერა", - კმაყოფილებას ვერ მალავდა ფრანგი.

17:04 BBC წერს, რომ ხვალ რაჰიმ სტერლინგი სამედიცინო შემოწმებას გაივლის "მანჩესტერ სიტიში".

17:11 პედროს კომენტარი "ჩელსიში" სავარაუდო გადასვლის შესახებ: "არ არის მართალი - მოურინიოსთან არ მილაპარაკია. ეს უპატივცემულობა იქნებოდა "ბარსელონას" მიმართ. მაქვს წინადადებები სხვა კლუბებიდან, მაგრამ სეზონისთვის მზადებას "ბარსასთან" ერთად დავიწყებ".

17:29 ოფიციალურად: ასმირ ბეგოვიჩი "ჩელსიში" გადავიდა. ლონდონელებს ეს სიამოვნება რვა მილიონი ევრო და მარკო ვან გინკელის იჯარა დაუჯდათ.

17:56 Metro წერს, რომ "არსენალი" დაინტერესებულია ხოსე კალიეხონით. "მეთოფეები" მზად არიან, 25 მილიონი ევრო გადაუხადონ "ნაპოლის".

18:00 არსენალელი იაია სანოგო "აიაქსს" იჯარის წესით შეუერთდა.

18:24 "მანჩესტერ იუნაიტედს" არ ჰყოფნის დეპაი, დარმიანი, შვაინშტაიგერი და შნაიდერლინი. ისინი ედინსონ კავანისაც ეპოტინებიან.

18:43 "იუვენტუსმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კარლოს ტევესი "ბოკა ხუნიორსში" გადავიდა.

18:45 სანაცვლოდ, "იუვენტუსმა" ორწლიანი იჯარით აიყვანა 18 წლის ვუნდერკინდი გიდო ვადალა. იჯარის თანხა 3.5 მილიონი ევროა, გამოსყიდვის უფლება კი 9.6 მილიონი ევრო ღირს.

18:54 კიდევ ერთი ოფიციალური ინფორმაცია "ჩელსისგან": დანილო პანტიჩი ლონდონურ კლუბს ბელგრადის "პარტიზანიდან" შეუერთდა და... მაშინვე იჯარით "ვიტესში" გაემგზავრა.

19:07 მუნირ ობადი "მონაკოდან" "ლილში" გადავიდა. 32 წლის ნახევარმცველმა ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

19:11 ჟოაო პერეირა, რომელიც შარშან "ჰანოვერში" თამაშობდა, "სპორტინგში" გადავიდა და იქ ორი წელი დარჩება.

19:15 რუსული პრესა ირწმუნება, რომ ფაბიო კაპელომ გაწყვიტა კონტრაქტი რუსეთის ნაკრებთან.

19:34 ლუის კავანდამ "ლაციო" "ტრაბზონზე" გაცვალა. გარიგების თანხამ 1.75 მილიონი ევრო შეადგინა.

19:45 "ელჩემ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს რუბენ ბარახა გაწვრთნის.

19:55 კლაუდიო რანიერი "ლესტერის" მთავარი მწვრთნელი გახდა.

20:16 იორდი კლასი ახლოს არის "საუთჰემპტონში" გადასვლასთან. უფრო ადრე დაიწერა, რომ ნახევარმცველი არ გაჰყვა "ფეიენოორდს" შეკრებაზე.

20:22 რაჯა ნაინგოლანმა "რომასთან" 2020 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი. ასევე გაახანგრძლივა დედაქალაქურ კლუბთან ხელშეკრულება სეიდუ კეიტამ.

20:53 ბოსნიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა საფეტ სუშიჩმა "ევიანი" ჩაიბარა, - წერია ფრანგული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰა ჰა აგენტს რომ შეუშვებენ:)) გვარდიოლამ ბაიერნი გაყიდა, გააპარტახა და რუმენიგე ისევ იტყვის კარგი მწვრთნელიაო !!!
jora
15:56 14-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული