ზლატანის უარი
SportMediaset-ის ინფორმაციით, იმისთვის, რომ "მილანში" დაბრუნდეს, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ორი "მსუყე" წინადადება უარყო. "მანჩესტერ იუნაიტედი" და "გალათასარაი" მზად იყვნენ, შვედი ფორვარდისთვის 10 მილიონი ევრო ეხადათ წელიწადში. აი, "მილანში" იბრას ხელფასი "სულ რაღაც" 6 მილიონი ევრო იქნება. როგორც ჩანს, მისთვის ძალზე ძვირფასია "როსონერის" შავ-წითელი მაისურა. წყაროს ცნობით, იბრას გაშვება პსჟ-ს მანამდე არ სურს, სანამ მის სრულფასოვან შემცვლელს არ იშოვის.
"იუვე" ვიდალის შემცვლელს ეძებს
არტურო ვიდალის "ბაიერნში" გაყიდვით, "იუვენტუსს" მოედნის ცენტრში "ხვრელი" გაუჩნდა. "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა უკვე ეძებს ჩილელი ნახევარმცველის შემცვლელს. Corriere dello Sport-ი ვარაუდობს, რომ ვიდალის შემცვლელი შესაძლოა, "ლაციოს" ნახევარმცველი ლუკას ბილია იყოს. გაზეთის ცნობით, იტალიის ჩემპიონი არგენტინელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდის.
ამის გარდა, "იუვე" 6 მილიონ ევროდ იბრუნებს ვესლი სნეიდერს. ეს ინფორმაცია უკვე La Repubblica-ს ეკუთვნის.
"რეალს" როდრიგესი უნდა, როდრიგესს?
Marca წერს, რომ "რეალი" "ვოლფსბურგის" მარცხენა მცველს, რიკარდო როდრიგესს უმიზნებს. "სამეფო კლუბი" ფაბიო კოენტრაოს უშვებს, მის ადგილზე კი როდრიგესი სურს. თავად ფეხბურთელი ტრანსფერს უარყოფს."რომა" გაძლიერდა
ჟოზე მოურინიოს არაფერში სჭირდება მოჰამედ სალაჰი. ამიტომაც მან თავად მოძებნა კლუბი - "რომაში" იჯარით გადავიდა. რომაელები იჯარაში 2 მილიონ ევროს გადაიხდიან, მომდევნო ზაფხულს 20 მილიონად მისი გამოსყიდვა შეეძლებათ. "მალე ჩემი პროფილის ფოტოს შევცვლი" - წერს სალაჰი "თვითერზე".
"ბარსელონას" მცველი ადრიანო კორეიაც "რომაში" ითამაშებს.
* ჯეფერსონ ფარფანი "შალკედან" "ალ ჯაზირაში" გადავიდა, 6 მილიონ ევროდ.
* ფრანგული წყაროების მტკიცებით, ანხელ დი მარია 24 საათში პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება.
* "ჩელსიმ" ტომაშ კალასი ერთწლიანი იჯარით "მიდლსბროში" გაუშვა.
* "იუვენტუსმა" 4-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა "ფიორენტინას" ყოფილ გოლკიპერ ნიეტოს.
* "ვოლფსბურგში" პერუს ნაკრების ფეხბურთელი კარლოს ასკუესო გადავიდა.
* "ნაპოლის" მცველმა მიგელ ბრიტოსმა 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა "უოტფორდთან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"