საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: "ფიორენტინამ" "ბენფიკას" პენალტებით მოუგო

AutoSharing Option
საზაფხულო ტურნირზე, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ფლორენციის "ფიორენტინამ" ლისაბონის "ბენფიკა" პენალტების სერიაში დაამარცხა.

თბილისის დროით, 25 ივლისს, აშშ-ში გამართულ მატჩში გოლი არ გასულა და გამარჯვებულის გამოსავლენად 11-მეტრიანები დაინიშნა, რაშიც უფრო ზუსტები იტალიელები აღმოჩნდნენ - 5:4.

აღსანიშნავია, რომ 66-ე წუთიდან პორტუგალიური გუნდი კაცნაკლული თამაშობდა - მსაჯმა მეორე გაფრთხილებისთვის ლუიზაოს მოედანი დაატოვებინა.

ტურნირზე მომადევნო შეხვედრას "ბენფიკა" 27 ივლისს, "ნიუ იორკ რედ ბულზთან" გამართავს, "ფიორენტინა"  კი  2 აგვისტოს "ბარსელონას" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული