თბილისის დროით, 25 ივლისს, აშშ-ში გამართულ მატჩში გოლი არ გასულა და გამარჯვებულის გამოსავლენად 11-მეტრიანები დაინიშნა, რაშიც უფრო ზუსტები იტალიელები აღმოჩნდნენ - 5:4.
აღსანიშნავია, რომ 66-ე წუთიდან პორტუგალიური გუნდი კაცნაკლული თამაშობდა - მსაჯმა მეორე გაფრთხილებისთვის ლუიზაოს მოედანი დაატოვებინა.
ტურნირზე მომადევნო შეხვედრას "ბენფიკა" 27 ივლისს, "ნიუ იორკ რედ ბულზთან" გამართავს, "ფიორენტინა" კი 2 აგვისტოს "ბარსელონას" შეხვდება.