ფრანგი ჩინოვნიკი, რომელსაც არსებული ინფორმაციით, მხარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც უჭერს, მუნდიალზე გუნდების რაოდენობის გაზრდის იდეას თავის საარჩევნო პროგრამაში ჩართავს, მის საჯაროდ გაჟღერებას კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გეგმავს, რომელიც 27 აგვისტოს მონაკოში გაიმართება.
ესპანური მედიის ინფორმაციით, პლატინი ფეხბურთში ე.წ. თეთრი ბარათების (10 წუთით გაძევება) დანერგვას და 18 წლამდე ფეხბურთელების ტრანსფერების აკრძალვასაც აპირებს.
ფიფას ახალი პრეზიდენტის არჩევნები 2016
მანამდე პლატინიმ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გუნდების 16-იდან 24-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.