ამრიგად, პლანეტის უმთავრესი საფეხბურთო ფორუმი ჩვეულებრივზე უფრო ხანმოკლე, 28-დღიანი იქნება.
ყატარი 2022-ის სამუშაო ჯგუფმა მუნდიალის ზამთრის პერიოდში გამართვასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ჯერ კიდევ თებერვალში, დოჰაში გამართულ სხდომაზე მოამზადა, რის მიზეზადაც ზაფხულის პერიოდში ყატარისთვის დამახასიათებელი ძალიან მაღალი ტემპერატურა დაასახელა.
შედეგად, ფიფას აღმასკომმა გაითვალისწინა რეკომენდაცია და ტურნირის 18 დეკემბრიდან გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. თავის მხრივ ევროპის პროფესიული