ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯეკ უორნერი ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს

AutoSharing Option
ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, კონკაკაფის (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების) კონფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი ჯეკ უორნერი ფეხბურთში საქმიანობიდან სამუდამოდ მოკვეთეს.

ამის შესახებ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანო თავის ოფიციალურ საიტზე იუწყება.

ფიფას ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ ჩინოვნიკის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება ორგანიზაციის შიგნით არსებული კორუფციული სკანდალის გამო მიიღო.

არსებული ინფორმაციით, უორნერმა არაერთგზის დაარღვია უხეშად ფიფას ეთიკის კოდექსი და ამიერიდან მას ფეხბურთში საქმიანობა როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე აკრძალული აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული