ფიფას ეთიკის კომიტეტმა ბლატერსა და პლატინის უფლებამოსილება 90 დღით შეუჩერა

AutoSharing Option
ფიფას ეთიკის კომიტეტმა ორგანიზაციის პრეზიდენტ იოზეფ ბლატერსა და უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინის, 90 დღით, ოფიციალურად შეუჩერა უფლებამოსილება. ამის შესახებ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალური საიტი იუწყება.

დებულების თანახმად, ბლატერის მოვალეობას ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ისა აიატუ შეასრულებს.

მიზეზი ფიფას გარშემო აგორებული კორუფციული სკანდალია, რის გამოც შვეიცარიის პროკურატურამ საქმე აღძრა. იტყობინებიან, რომ ეთიკის კომიტეტი კომენტარს იქამდე არ გააკეთებს, სანამ საქმე არ დაიხურება.

ბლატერის წინააღმდეგ საქმე შვეიცარიის პროკურატურამ აღძრა, რომელიც ეჭვობს, რომ ფიფას ხელმძღვანელმა უკანონო გზით პლატინის დაახლოებით 2 მლნ ფუნტი გადაურიცხა.

თანამდებობიდან ბლატერის
სასწრაფოდ გათავისუფლება ახლახან ფიფას უმსხვილესმა სპონსორებმა, Visa-მ, Coca-Cola-მ და McDonald’s-მა მოითხოვეს.

ცნობილია, რომ ფიფას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაისად, 26 თებერვალს უნდა გაიმართოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული