Daily Mail: ახალი ბრალდებები ბლატერს ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშორებს, პლატინის - წლობით

AutoSharing Option
გამოცემა Daily Mail ფიფას ერთერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ორგანიზაციის ეთიკის კომიტეტში ისეთი ახალი ბრალდებები აქვთ, რომლებსაც შეუძლია იოზეფ ბლატერი ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშოროს, ხოლო უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი - წლობით.

"ეს ყველაფერი იმაზე სერიოზულია, ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს. რეალობა ისეთია, რომ შესაძლოა საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს უკავშირდებოდეს", - ამბობს ფიფას წარმომადგენელი.

ბლატერი თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ქონების უკანონოდ მითვისებაშია ეჭვმიტანილი. საქმე 2005 წლის 12 სექტემბრის გარიგებას ეხება - მაშინ ბლატერმა კარიბის ფეხბურთის კავშირთან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ფიფასთვის წამგებიანი იყო. პროკურატურის
აზრით, შეთანხმების გაფორმების დროს ბლატერი განზრახ მოქმედებდა ფიფას ინტერესთა საწინააღმდეგოდ.

ამასთან, ბლატერი ეჭვმიტანილია უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისთვის 2 მლნ შვეიცარიული ფრანკის უკანონოდ გადარიცხვაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული