თურქეთში მოსკოვის "ლოკომოტივის" 2 ფანი დაჭრეს

AutoSharing Option
სტამბულში, უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრის წინ, "ბეშიქთაშისა" და მოსკოვის "ლოკომოტივის" ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ჩხუბის შედეგად ორმა რუსმა გულშემატკივარმა დანით ჭრილობები ფეხისა და თავის არეში მიიღო.

შეტაკება 4 ნოემბერს სტამბულში, ტაკსიმის მოედანზე მოხდა. დაზარალებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი გაუშვეს.

"ბეშიქთაში"-"ლოკომოტივის" შეხვედრა 5 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაუშავს ბევრნი არიან მაინც არაფერი შეეტყობათ :D
mezgapre
11:16 05-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული