ეს და სხვა საინტერესო ფაქტები და ციფრები მოწინავე პირველობების უქმეებიდან იხილეთ ქვემოთ...
ლა ლიგა
* "სოსიედადის" გოლეადორმა იმანოლ აგირეჩემ ამ სეზონში 8 გოლი გაიტანა, აქედან 5 სტუმრად. აქამდე სეზონში მას საგარეო შეხვედრებში ყველაზე მეტი, 6 გოლი აქვს გატანილი.* ასე ცოტა გოლი ამ ეტაპისთვის "ვალენსიას" 2003/04 წლების სეზონის მერე
* წინა სეზონის დაწყებიდან აქამდე, პირდაპირ ჯარიმიდან ყველაზე მეტი გოლი დანი პარეხოს აქვს გატანილი - 4.
* მას მერე, რაც ნუნუ ესპირიტუ სანტუ "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი გახდა, ყველა ტურნირზე გუნდში ყველაზე მეტი გოლი პაკო ალკასერს აქვს გატანილი - 19.
* "სელტას" საკუთარ "ბალაიდოსზე" 5 გოლი 2004 წლის მერე არ გაეშვა. მაშინ ვიგოელები "ესპანიოლთან" დამარცხდნენ (1:5).
* დანი პარეხომ ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. აქამდე, უკანასკნელად "ვალენსიას" ფეხბურთელმა ერთი მატჩისას 4 გოლში 2001 წელს მიიღო მონაწილეობა - მაშინ ეს ხუან მატამ შეძლო.
* "დეპორტივოს" ბოლო 7 გოლიდან 5 ლუკას პერესს აქვს გატანილი.
* "ლევანტეს" ბოლო 7 შეხვედრაში მხოლოდ 7 ქულა აქვს მოპოვებული. ამაზე ცუდი სერია ლა ლიგაში გუნდს მხოლოდ 2007/08 წლების სეზონში ჰქონდა.
* ხავი გერაზე "რაიო ვალეკანოს" უკანასკნელი 8 გოლიდან 6 მოდის.
* ბორხა ბასტონს "ეიბარის" ბოლო 7 მატჩიდან 6-ში გატანილი აქვს.
* "ბეტისის" 11 გოლიდან 9-ში რუბენ კასტრომ მიიღო მონაწილეობა, ანუ 81%-ში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჩემპიონატში.
* "ბილბაოს" ზედიზედ 4 მოგება აქვს და 6 მატჩია, არ წაუგია.
* 11 მატჩიდან 7-ში "ბარსელონამ" პირველ ტაიმში გოლი ვერ გაიტანა
* ყველა ტურნირის ჩათვლით, ნეიმარი "ბარსას" ბოლო 17 გოლიდან 15-ში მონაწილეობდა. უშუალოდ "ვილიარეალის" წინააღმდეგ მას უკვე 7 ბურთი აქვს გატანილი, უფრო მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა კლუბის კარში.
* ლუის სუარესს კატალონიელთათვის 38 გოლი აქვს გატანილი და "ვილიარელთან" შეხვედრაში პირველად შეაგდო პენალტით.
* ბოლო ორ შეხვედრაში, "ასტანასთან" და ხიხონის "სპორტინგთან" "ატლეტიკომ" პირველ ტაიმებში მეტოქეს კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაურტყა.
* ანტუან გრიზმანსა და ბორხა ბასტონს ამ სეზონში ყველაზე მეტჯერ აქვთ მატჩის პირველი გოლი გატანილი (ოთხ-ოთხჯერ).
* 2006/07 წლების სეზონიდან დღემდე, ლა ლიგაში სერხიო რამოსს 37 გოლი აქვს გატანილი, სულ ცოტა, 14 ბურთით მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა მცველს.
* მხოლოდ გარეთ ბეილმა "სევილიასთან" მატჩის პირველ ნახევარში 5-ჯერ დაარტყა, რამდენჯერაც სევილიელთა ფეხბურთელებმა ერთად.
* ჯუზეპე როსის მერე (2008 წ.) ჩირო იმობილე გახდა პირველი იტალიელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის "რეალს" გაუტანა.
* იევჰენ კონოპლიანკამ "სამეფო გუნდთან" შეხვედრისას ორი საგოლე პასი გააკეთა. ბოლოს ასეთი რამ 2014 წლის აგვისტოში ჩავი პრიეტომ მოახერხა.
* ამ სეზონში შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი ფერნანდო ლორენტეს აქვს გატანილი - 3.
* ამ სეზონში "სევილია" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც "ბარსელონასაც" მოუგო და "რეალსაც".
* "რეალმა" "სევილიასგან" 3 გოლი გაუშვა, ერთით ნაკლები, ვიდრე წინა 14 მატჩში მიმდინარე სეზონში.
* კიკო კასილიამ ამ სეზონში "რეალის" კარი ორჯერ დაიცვა და 4 გოლი გაუშვა, ერთით მეტი, ვიდრე კეილორ ნავასმა 13 თამაშში.
* "რამონ სანჩეს პისხუანზე" "რეალი" მიმდინარე სეზონში პირველად აღმოჩნდა მდევრის როლში და მეტოქეს ვერც "დაეწია".
სერია A
* "ბოლონიას" ბოლო 6 გოლი სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანეს, მათ შორის, მატია დესტრომაც, რომელსაც 834-წუთიანი მშრალი სერია ჰქონდა.* ბოლონიელებმა რობერტო დონადონისთან ერთად, 2 მატჩში 5 გოლი გაიტანეს, ანუ იმდენივე, რამდენიც წინა 9 შეხვედრაში ჰქონდათ.
* "ატალანტასთან" "მილანმა" მხოლოდ 6-ჯერ დაარტყა კარში. ამ სეზონში ასეთი დაბალი მაჩვენებელი "როსონერის" კიდევ ერთხელ ჰქონდა.
* "ტორინოს" "ინტერთან" უკანასკნელ 11 საშინაო შეხვედრაში ოდენ 2 ქულა აქვს აღებული.
* ედინ ჯეკომ "ინტერთან" და "ლაციოსთან" დერბიში "რომა" მეტოქის კარში პირველი ზუსტი დარტყმით დააწინაურა.
* ჟერვინიო ფორმაში შევიდა, მან უკვე 6 გოლი დააგროვა. ეს ბურთები კოტდივუარელმა უკანასკნელ 7 შეხვედრაში შეაგდო.
* ბოლო ორ "დერბი დელა კაპიტალეში" "რომამ" "ლაციოს" 4 ზუსტი დარტყმიდან 4 გოლი გაუტანა.
* მარიო მანჯუკიჩმა "იუვენტუსისთვის" მეოთხე გოლი გაიტანა. როდესაც ხორვატს გააქვს, ტურინელები იგებენ.
* "ნაპოლიმ" "უდინეზესთან" მატჩის პირველ ტაიმში მეტოქის კარში მხოლოდ ერთხელ დარტყა. ამ სეზონში ასეთი ცუდი მაჩვენებელი ნეაპოლიტანელებს მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ.
* "ნაპოლის" "უდინეზესთან" ისევ გონსალო იგუაინმა მოაგებინა. ეს მისი მე-200 გოლი იყო კარიერაში.
* სერია A-ს უკანასკნელ 5 ტურში "მილანს" პირველ ტაიმში გოლი არ გაუშვია.
* ემანუელე ჯაკერინიმ სერია A-სა და პრემიერლიგაში გატარებულ პერიოდებში პირველად შეძლო ზედიზედ გოლების გატანა.
* ნიკოლა კალინიჩმა საგარეო შეხვედრებში 6 გოლი გაიტანა, 3-ით მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ფეხბურთელმა მიმდინარე სერია A-ში.
* "ფიორენტინასთან" წაგება "სამპდორიას" პირველი საშინაო მარცხი გახლდათ.
* იტალიის ჩემპიონატში "ფიორენტინას" ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი 64%-ია. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2005/06 წლების სეზონის მერე.
ბუნდესლიგა
* რაფინიამ "ბაიერნის" ღირსება მეასედ დაიცვა. იგი მეოთხე ბრაზილიელია ზე რობერტოს, ჯოვანი ელბერისა და ლუსიოს მერე, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია.* ბუნდესლიგის ბოლო 62 მატჩში პეპ გვარდიოლას ერთი და იგივე შემადგენლობით არც ერთხელ არ უთამაშია.
* მიუნხენელებს ბოლო 5 საშინაო შეხვედრაში სულ ცოტა, 4 გოლი გააქვთ.
* ამ სეზონში 19 წლის მცველ ჯონათან ტას "ლევერკუზენის" რიგებში 1710 წუთი შეუცვლელად აქვს ჩატარებული.
* "ჰოფენჰაიმმა" ბუნდესლიგაში თავისი 250-ე მატჩი ჩაატარა.
* "ბაიერნს" მიმდინარე ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი, 204 დარტყმა აქვს.
* ყველა ტურნირზე ერთად დუგლას კოშტას 13 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 4 გოლი, 9 პასი.
* თომას მიულერს ბუნდესლიგაში უკვე 56 საგოლე პასი დაუგროვდა. "ბაიერნის" რიგებში ამაზე მეტჯერ ასისტენტად მხოლოდ ფრანკ რიბერი გვევლინება.
* ჩიჩარიტოს ბოლო 5 მატჩში 7 გოლი უგროვდება. სულ ამ სეზონში მას 10 გოლი გამოსდის 14 მატჩში.
* 200-დღიანი პაუზის მერე ჰოლგერ ბადშტუბერი ფეხბურთს დაუბრუნდა.
* პრჟემისლავ ტიტონმა 10 "სეივი" შემოგვთავაზა და ამ მხრივ, "შტუტგარტის" რეკორდი გაიმეორა.
* ბოლო 5 მატჩში "მაინცის" იოშინორი მუტომ 6 გოლში მიიღო მონაწილეობა.
* ბუნდესლიგის პირველი წრის მატჩებში "ბაიერნს" უკვე 54 შეხვედრაა არ წაუგია, რაც ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.
* "მაინცი" მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელსაც პენალტი არ გაუტანია.
* "დორტმუნდს" ზედიზედ 32 შეხვედრაში აქვს გატანილი, რაც კლუბის ახალი რეკორდია.
* ობამეიანგს ზედიზედ რურის სამი დერბია, გააქვს. უკანასკნელად მსგავსი რამ ევერტონმა მოახერხა 2002-03 წლების სეზონში.
* კლაუდიო პისარომ 16 ბუნდესლიგური სეზონიდან 15-ში მინიმუმ, ერთი გოლი გაიტანა.
* სალომონ კალუმ ბუნდესლიგაში პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა.
პრემიერლიგა
* "სიტის" მეტოქეებმა მხოლოდ 28-ჯერ დაურტყეს, რაც 11 ტურის მერე საუკეთესო შედეგია.* მესუთ იოზილმა და კრისტიან ერიქსენმა "არსენალი"-"ტოტენჰემის" შეხვედრაში თავიანთ გუნდებში ყველაზე დიდი მანძილი დაფარეს.
* "კრისტალ პალასმა" "ენფილდზე" 1991 წლის მერე პირველად მოიგო.
* "არწივებმა" 2015 წელს პრემიერლიგაში 10 საგარეო მატჩი მოიგეს. უკეთესი შედეგი მხოლოდ "არსენალს" აქვს (11).
* ფილიპე კოუტინიოს იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით ბოლო ორ მატჩში იმდენივე გოლი აქვს გატანილი, რამდენიც ბრენდან როჯერსის ბოლო 17 თამაშში ჰქონდა.
* "ბორნმუთს" "ნიუკასლთან" ბურთის ფლობა 67,5% ჰქონდა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ სეზონში გუნდისა, რომელიც საბოლოოდ დამარცხდა.
* "ნიუკასლის" 13 გოლიდან 8-ში ჯორჯინიო ვეინალდუმი მონაწილეობდა.
* ჯეიმი ვარდი ერთადერთი ფეხბურთელია პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც მიჯრით 9 ტურში ერთ სეზონში გაიტანა. მართალია, რუუდ ვან ნისტელროის ზედიზედ 10 აქვს გატანილი, მაგრამ დასრულებული და შემდგომი სეზონის მატჩების შერწყმით.
* "ლესტერი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში ყველა შეხვედრაში გაიტანა.
* ჯესი ლინგარდის გოლი 2014 წლის დეკემბრის მერე პირველია, რომელიც "მანჩესტერმა" პრემიერლიგაში საჯარიმოს გარედან დარტყმით გაიტანა.
* "წითელ ეშმაკებში" დებიუტიდან დღემდე, ხუან მატა "მანჩესტერის" ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელია, მან 30 გოლში მიიღო მონაწილეობა.
* პრემიერლიგაში ტონი პულისს "მანჩესტერთან" 13 მატჩიდან 11 წაგებული აქვს (1 მოგება, 1 ფრე).
* ჯონი ჰოუსონმა 30-მატჩიანი პაუზის მერე ისევ გაიტანა პრემიერლიგაში და "ნორვიჩს" მოაგებინა. ეს "იადონების" პირველი თავით გატანილი გოლი იყო ამ სეზონში.
* "სანდერლენდს" ჩემპიონატში ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი აქვს - 41,7%.
* რომელუ ლუკაკუს "ევერტონის" მაისურით "ვესტ ჰემთან" 7 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. "ჩაქუჩები", "ნიუკასლთან" და "ლივერპულთან" ერთად, ბელგიელის საყვარელი მეტოქეები არიან.
* არგენტინელი მანუელ ლანსინი გახდა "ვესტ ჰემის" პირველი ფეხბურთელი ბობი ზამორას მერე (2006/07), რომელმაც ერთ სეზონში ორივე მერსისაიდულ გუნდს გაუტანა.
* მხოლოდ დავიდ სილვას (6), და მესუთ იოზილს (9), აქვთ უფრო მეტი საგოლე გადაცემა, ვიდრე ჟერარდ დეულოფეუს - 5.
* "ვესტ ჰემს" უკვე 15 მატჩია ჩემპიონატში "კანფეტები" არ დაუმარცხებია - 5 ფრე, 10 წაგება. ბოლოს ლონდონელებმა "ევერტონთან" თავისას 2007 წლის აპრილში მიაღწიეს.
* ჟოზე მოურინიომ სეზონში ჩემპიონატის 7 მატჩი კარიერაში პირველად წააგო.
* "ჩელსის" პრემიერლიგაში ბოლო 8 საგარეო შეხვედრაში მინდორი გოლგაუშვებლად არ დაუტოვებია.
* უკანასკნელად, როდესაც "ლურჯებმა" საწყისი 12 ტურიდან 7-ში მარცხი იგემეს (1978/79), ისინი გავარდნენ.
* პრემიერლიგის ისტორიაში მხოლოდ ერთმა გუნდმა შეძლო სეზონის ექვსეულში დამთავრება, როდესაც საწყის 12 ტურში 11 ან ნაკლები ქულა აიღო. ეს 2003/04 წლების სეზონში "ასტონ ვილამ" მოახერხა.
* ჩემპიონატის ბოლო 5 მატჩიდან 4-ში "სტოკმა" გოლი არ გაუშვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"