ლუის ადრიანო: დუგლას კოშტა "შახტარში" შუაღამემდე ვარჯიშობდა

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ლუის ადრიანომ დონეცკის "შახტარში" ყოფილ თანაგუნდელზე, დუგლას კოშტაზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას იცავს.

"ჩვეულებრივი ვარჯიშების გარდა, კოშტას ფიზმომზადების მწვრთნელი ჰყავდა და ის ყოველთვის დამატებით ემზადებოდა.

ზამთარში, როცა უკრაინაში ცივა, განსაკუთრებით, ღამით, კოშტა ვარჯიშობდა. თან ვარჯიშობდა შუაღამემდე.

ვიცი, რომ კოშტა ახლაც ბევრს მუშაობს "ბაიერნში".

არ არის გასაკვირი, რომ "ბაიერნში" კარგი ხანობა უდგას. ის საკუთარი შრომის ნაყოფს იმკის.

ამას დამატებული, ის ძალიან ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელია, რასაც სერიოზული შედეგი მოაქვს. ეს ეხმარება მას, ძირითადში ადგილი მოიპოვოს "ბაიერნსა" და
ბრაზილიის ნაკრებში", - თქვა ლუის ადრიანომ.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული