ბელგია-იტალია 3:1 - ბრიუსელში მასპინძლებმა იძალეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 ნოემბერს ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში იტალიის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში ანგარიში იტალიელებმა გახსნეს - მე-3 წუთზე თავი ანტონიო კანდრევამ გამოიჩინა, თუმცა ბელგიელებმა მალევე შეძლეს გათანაბრება: მე-15 წუთზე ზუსტი თავური დარტყმით იან ვერტოგენი გამოირჩა.

მასპინძლები წინ კევინ დე ბრუინის 74-ე წუთზე გატანილი გოლით გავიდნენ, საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის 82-ე წუთზე მიში ბატშუაინმა დააფიქსირა - 3:1.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს მარკ ვილმოტსის გუნდი 17 ნოემბერს, შინ ესპანეთის ნაკრებთან გამართავს, იმავე დღეს ანტონიო კონტეს ნაკრები კი
რუმინეთს უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული