ჩინელი ფეხბურთელის საზარელმა ტრავმამ ლუის სუარესიც კი შეაძრწუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშის დროს, "გუანჯოუს" ფეხბურთელმა საზარელი ტრავმა მიიღო.

მატჩის 33-ე წუთზე, კატალონიელთა ჩაწოდების შემდეგ, 27 წლის ჩჟენ ცოუ ბურთის მოგერიებას შეეცადა, მაგრამ ფეხი გადაუბრუნდა და ორმაგი მოტეხილობა მიიღო.

ცოუს ფეხის მდგომარეობამ იქვე მყოფი ლუის სუარესიც კი შეაძრწუნა. ცნობისთვის, ამ ტიპის ტრავმის მოშუშებას არანაკლებ ექვსთვიანი მკურნალობა სჭირდება.

17 დეკემბერს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში კატალონიის "ბარსელონა" ჩინურ "გუანჯოუს" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ფინალში, რომელსაც იაპონიის ქალაქი იოკოჰამა 20 დეკემბერს უმასპინძლებს, კატალონიელები არგენტინულ "რივერ პლეიტს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული