იოზეფ ბლატერი და მიშელ პლატინი ფეხბურთში საქმიანობას 8 წლით ჩამოაშორეს

AutoSharing Option
ფიფას და უეფას პრეზიდენტებს, იოზეფ ბლატერსა და მიშელ პლატინის ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობა 8 წლით აუკრძალეს.

ფიფას ეთიკის კომიტეტმა დაადგინა, რომ ბლატერმა ორგანიზაციის ეთიკის კოდექსი დაარღვია, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს, ლოიალურობას და ვინმესთვის საჩუქრის გაკეთებას ეხება.

პლატინიმ კი უეფას წესები დაარღვია, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს და ლოიალურობას ეხება.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ფიფას ეთიკის კომიტეტმა ბლატერი და პლატინი ფეხბურთს 90 დღით მოკვეთა. ბლატერს პლატინისთვის ჰონორარის სახით 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის უკანონო გადარიცხვაში ადანაშაულებდნენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კორუფცია ჭამს ფეხბურთს.
"აკრძალეთ ტოტალიზატორი და თქვენ იხილავთ ნამდვილ ფეხბურთს მოედანზე".დიეგო მარადონა.
Zaza
00:17 22-12-2015
0
ძალიან კარგი. პლატინი ბლატერზე უარესი ხდებოდა ნელნელა.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული