ფეხბურთიდან მოკვეთილ იოზეფ ბლატერს მოკვლით ემუქრებიან

AutoSharing Option
საფეხბურთო საქმიანობისგან 8 წლით ჩამოშორებულ ფიფას ექსპრეზიდენტ იოზეფ ბლატერს უცნობები მოკვლით ემუქრებიან. ამის შესახებ ბლატერის ქალიშვილმა კორინამ განაცხადა, რომლის თქმით, მამამისი მუქარის წერილებს იღებს.

"ამ ადამიანებს არ ჰყოფნით ვაჟკაცობა, რომ დაასახელონ საკუთარი ვინაობა", - უთხრა კორინამ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ წერილები უკვე მიაწოდა პოლიციას.

მანამდე ბლატერმა განაცხადა, რომ ფიფას სკანდალის გამო მის 14 წლის შვილიშვილს "გადაჭარბებული ყურადღების გამო" სკოლის შეცვლაც კი დასჭირდა...

შეგახსენებთ, რომ კორუფციული სკანდალის გამო ფიფას ეთიკის კომიტეტმა ფეხბურთში საქმიანობა 8 წლით ასევე აუკრძალა უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული