აფრიკის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი გახდა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიისა" და გაბონის ნაკრების თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი აფრიკის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ გაავრცელა.

ობამეიანგმა "სუონსის" ფეხბურთელს, ანდრე აიოს და "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველს, იაია ტურეს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ტურეს ეს ჯილდო ზედიზედ ოთხჯერ აქვს მოგებული 2011 წლიდან.

აფრიკის 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელი კოტ დ'ივუარის ნაკრების ყოფილი თავკაცი ევრე რენარი გახდა, რომლის ხელმძღვანელობით ნაკრებმა 2015 წელს აფრიკის თასი მოიგო.

გარდა ამისა, აფრიკის 2015 წლის გუნდად კოტ დ'ივუარის საფეხბურთო ნაკრები დასახელდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული