ფიფამ კორუფციაში ეჭვმიტანილი გენერალური მდივანი გაათავისუფლა

AutoSharing Option
ფიფამ ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან ჟერომ ვალკეს გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა.

ვალკე კორუფციაშია ეჭვმიტანილი.

ვალკეს გათავისუფლების გადაწყვეტილება 9 იანვარს მიიღეს. ფიფას გენერალური მდივნის მოვალეობას მარკუს კატნერი გააგრძელებს.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ვალკემ რამდენჯერმე დაარღვია ფიფას ეთიკის კოდექსი.

ვალკე თავდაპირველად ფეხბურთიდან 90 დღით მოკვეთეს, შემდეგ 45 დღით. 7 იანვარს კი ფიფას ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ ვალკეს წინააღმდეგ საქმე აღძრა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული