"მილანის" ყოფილ ფეხბურთელს ასაკის 9 წლით დაკლებაში ადანაშაულებენ

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი, ამჟამად "დუისბურგის" ფორვარდი იუსუფ იაფა ასაკის დამალვის ბრალდებით თაღლითობაშია ეჭვმიტანილი.

საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელის დოკუმენტაციაში დაბადების თარიღად 1996 წლის 31 დეკემბერი წერია. ეს თარიღი მან მიგრაციის დეპარტამენტს 2009 წელს დაუსახელა, როცა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი პიროვნების დამადასტურებელი ყველა საბუთი დაკარგა.

გამოძიება მისი "ფეისბუქგვერდის" ნახვის შემდეგ დაიწყო და მალევე კვალი ფეხბურთელის მშობლიურ სოფელზე გავიდა. პოლიციას აქვს ცნობა, რომ იაფა არა 1996 წელს, არამედ 1987-ში დაიბადა. ამრიგად, ფეხბურთელი ახლა 28 წლისაა და არა 19-ის. ამ საკითხს სასამართლოში 21 აპრილს განიხილავენ.

იაფამ "მილანი" 2014 წლის აგვისტოში დატოვა და "აინტრახტში" გადაბარგდა. შემდგომ ფეხბურთელი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს და გერმანული კლუბის დატოვებაც მოუწია. სექტემბრიდან ფეხბურთელი "დუისბურგი 2"-ში ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
28 წლისაა და არა 19ის? შეიძლება თვალს კარგად ატყუებს ეს ციპრები მაგრამ გონებას არა :) ტრანსფერმარკეტის ინფორმაციით ახლა 28 წლის არის იაფა და მაშინ როცა მილანის 19 წლამდელებში თამაშობდა 2013 წელს 25 წლის იყო, გამოდის რომ ასაკი 6 წლით დაიპატარავა და არა 9 წლით როგორც სტატიდან შეიძლება გვეგონოს, ვფიქრობ რომ დაგეწერათ როდესაც მილანის U19_ში თამაშობდა სინამდვილეში 25 წლის იყოო უკეთესი იქნებოდა, მართალია ისეთი მსუქანი რიცხვები აღარ გამოჩნდებოდა სამაგიეროდ სიმართლე იქნებოდა :)
Akaki
20:56 18-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული