რობინიო
32 წლის ბრაზილიელმა ახალი ნავსაყუდელი მას შემდეგ ვერ იშოვა, რაც ჩინური "გუანჯოუ ევერგრანდი" დატოვა. პირველი იანვრიდან ის მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. არ არის გამორიცხული, ისევ ჩინეთში ითამაშოს.
ჯერმეინ ჯონსი
გერმანულ ბუნდესლიგაში გამობრძმედილი 34 წლის ფეხბურთელი. ხისტი ცენტრალური ნახევარმცველი სამუშაოს გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც მიმდინარე წლის ბოლოს ამოეწურა კონტრაქტი ამერიკულ "ნიუ ინგლენდ რევოლუშენთან".
გეორგიოს სამარასი
რონალდინიო
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა უპირველესმა ვარსკვლავმა 2015 წლის 29 სექტემბერს დატოვა "ფლუმინენსე". ის ახლა 35 წლისაა. ცოტა ხნის წინ უარი უთხრა კონტრაქტზე მიმდინარე პრემიერლიგის აღმოჩენასა და ლიდერს, "ლესტერს".
ემანუელ ებუე
ცოტა ხნის წინ "გალათასარაის" დაცვის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2015 წლის 1-ლი ივლისის შემდეგ უკლუბოდაა. ვფიქრობთ, მას კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. კოტდივუარელი ახლა 32 წლისაა.
ნიკო კრანჩარი
კიევის "დინამოსა" და ხორვატიის ეროვნული ნაკრების 31 წლის ნახევარმცველი უმუშევარი მიმდინარე წლის იანვარში დარჩა. არადა, ის ჯერ კრიტიკულ ასაკში არ არის. წესით, სამუშაო ევროპაში იოლად უნდა იპოვოს, ან ბოლო დროს გამდიდრებულ ჩინეთის ჩემპიონატს მიაშუროს.
დიმიტრიოს სალპინგიდისი
საბერძნეთის ნაკრების ყოფილი ლიდერთაგანი კარგა ხანია, უმუშევარია. ეს 2015 წლის 15აგვისტოს მოხდა. მაშინ ფეხბურთელმა "პაოკი" დატოვა. ჯერ კარიერის დასრულებას არ აპირებს, თუმცა 35 წლისა კი მოიყარა.
შოლა ამეობი
ნიგერიელი, რომელიც ინგლისში დაიბადა და გაიზარდა, ახლა 34 წლისაა. ის უმუშევარი 2016 წლის 25 იანვარს დარჩა. ბოლოს შოლა ინგლისური "ბოლტონის" ღირსებას იცავდა, სახელი კი "ნიუკასლში" გაითქვა.
კრისტიან ლედესმა
არგენტინელი, ვინც სახელი იტალიის ჩემპიონატში კარგი თამაშით შეიქმნა, 2016 წლის 7 იანვრის შემდეგ არის უმუშევარი. მისი ბოლო კლუბი იყო ბრაზილიური "სანტოსი". 33 წლის ფეხბურთელს კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.
ჟულიო ბაპტიშტა
ცნობილი ბრაზილიელი შემტევი 2016 წლის 1-ლი იანვრიდან დარჩა სამსახურის გარეშე. ის ახლა 34 წლისაა. მისი ბოლო კლუბი ბრაზილიური "კრუზეირო" იყო.
სეკუ ოლისე
2015 წლის 1-ელ ივლისს დატოვა მოსკოვის ცსკა. მას შემდეგ 25 წლის ფორვარდმა კლუბი ვერ იპოვა. არადა, ცოტა ხნის წინ ნიგერიის ეროვნული ნაკრების ძირითადი ფორვარდი იყო.
ნაიჯელ რეო-კოკერი
სამსახური მიმდინარე წლის 22 იანვარს დაკარგა. ინგლისურ პრემიერლიგაში არაერთი მატჩი ჩაუტარებია. ბოლოს კანადური "მონრეალ იმპაქტის" ღირსებას იცავდა. 31 წლისაა. ჩვენი აზრით, კიდევ აქვს დიდ ფეხბურთში დაბრუნების შანსი.
იონ-არნე რიისე
ნორვეგიული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი ახლა 35 წლისაა. მისი საფეხბურთო კარიერა მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს დამუხრუჭდა. მანამდე ინდური "დინამოს" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.
დემი დე ზეუვი
ჰოლანდიელი ნახევარმცველი 2015 წლის 1-ლი ივლისიდან უგუნდოდაა. ის ბოლოს ჰოლანდიურ "ბრედაში" თამაშობდა. დე ზუევს თავის დროზე ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში იწვევდნენ.
თანამედროვე მსოფლიო საფეხბურთო წესრიგს ძნელად თუ რამეს გაუგებ. ძალიან ხშირად ისეთ ფეხბურთელში გადაიხდიან ასტრონომიულ თანხას, ძალიან გაგიკვირდება.
ჩვენ მიერ აქ ჩამოთვლილი მოთამაშეების უმრავლესობა კი, ჩვენი აზრით, ევროპულ საკლუბო ფეხბურთში ამინდს ნამდვილად არ გააფუჭებდა.
რას ვიზამთ, ვიღაცას ნაკლებად უმართლებს, ვიღაცას - მეტად!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"