საბერძნეთის სუპერლიგის 24-ე ტურში პირეოსის "ოლიმპიაკოსმა" 3:0 გაანადგურა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ბეროა", დუბლით გამოიჩინა თავი დავიდ ფუსტერმა, ერთი გოლიც ალან პულიდოს ანგარიშზეა.
"ოლიმპიაკოსმა" 67 ქულა მოაგროვა და ვადამდე მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. ის აეკ-ს უკვე 18 ქულით უსწრებს.
"ოლიმპიაკოსი" ისტორიაში 43-ედ გახდა საბერძნეთის ჩემპიონი.