გიორგი წიტაიშვილის შეძენა "ოლიმპიაკოსს" სურს - კიევის "დინამომ" ტრანსფერში დიდი თანხა მოითხოვა

AutoSharing Option
"იუვენტუსთან" უეფას ახალგაზრდული ლიგის 1/8-ფინალურ მატჩში საუცხოოდ იასპარეზა კიევის "დინამოს" 18 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა და უმალ მიიქცია საზღვარგარეთული გუნდების ყურადღება.

football.ua Sport Time-ზე დაყრდობით იუწყება, რომ მისი სამსახურით პირეოსის "ოლიმპიაკოსი" დაინტერესდა.

ბერძნულმა კლუბმა ოფიციალურად მიმართა "დინამოს" წინადადებით, რომელმაც საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. კონკრეტულად რა უპასუხეს, არ იტყობინებიან. "დინამომანიის" საიტის ცნობით, კიევურმა გუნდმა ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან ძვირად დაუფასა და შეიძლება ტრანსფერი არ შედგეს.

წიტაიშვილს "დინამოსთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ბიჭი ყავთ და იაფად რატო გაყიდიან
გოგა
21:30 25-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული