"პალერმოს" პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინო ხმების ყიდვაში დაადანაშაულა

AutoSharing Option
იტალიური საფეხბურთო კლუბის, "პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ განაცხადა, რომ ჯანი ინფანტინოს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ ხმების ყიდვით შეეძლო.

"სისტემა არ იცვლება და ფიფას ახალი პრეზიდენტიც, ბიუროკრატთა მეთაური, უწინაც ამ სისტემის ნაწილი იყო. მან გაიმარჯვა მხოლოდ იმის გამო, რომ უფრო მეტი ხმა იყიდა, ვიდრე შეიხ სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ჰალიფმა.

იმედი მაქვს, ამ სიტყვების გამო დისკვალიფიკაციას მომისჯიან - ჩემთვის ეს დიდი პატივი იქნება", - უთხრა იტალიურ მედიას ძამპარინიმ.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები ციურიხში, ორგანიზაციის კონგრესზე 26 თებერვალს
ჩატარდა. ინფანტინომ არჩევნების მეორე ტურში შეძლო ხმების საჭირო რაოდენობის მიღება და ისტორიაში ფიფას მეცხრე პრეზიდენტი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული