ბრიუსელში დაგეგმილი ბელგია-პორტუგალიის მატჩი უსაფრთხოების მოტივით გადაიდო

AutoSharing Option
ბელგიის სამეფო საფეხბურთო კავშირმა 29 მარტს ბრიუსელში დაგეგმილი ამხანაგური მატჩის გადადების შესახებ გამოაცხადა, რომელშიც ადგილობრივ ნაკრებს პორტუგალიის ეროვნული გუნდისთვის უნდა ემასპინძლა.

უკვე გაყიდული ბილეთების დაბრუნების პროცედურის შესახებ მოგვიანებით გამოცხადდება.

"ბრიუსელის ხელმძღვანელობამ, უსაფრთხოების მოტივით, ბელგია-პორტუგალიის მატჩის გადადება გვთხოვა, რომელიც 29 მარტისთვის იყო დაგეგმილი. ჩვენ დავთანხმდით და შეხვედრა არ გაიმართება", - ნათქვამია კავშირის პრესსამსახურის განცხადებაში.

22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში განხორციელებულ აფეთქებებს 34 ადამიანი შეეწირა, 200-ზე მეტმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული