166 - იკერ კასილიასმა რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში (0:0) 166-ედ დაიცვა "ფურია როხას" ღირსება და გაუსწრო (და არ გაუტოლდა, როგორც თავიდან იტყობინებოდნენ) ევროპის ლიდერს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული სანაკრებო მატჩების მხრივ, ლატვიელ ვიტალის ასტაფიევსს.
იკერმა ზედიზედ მერვედ შეინახა კარი მშრალად ნაკრებში. 34 წლის მეკარე ევროპაში პირველია, მაგრამ მსოფლიოში - მეექვსე. ლიდერთა ხუთეული ასეთია: 184 - აჰმედ ჰასანი (ეგვიპტე); 178 - ჰოსამ ჰასანი (ეგვიპტე); 177 - კლაუდიო სუარესი
77 - გერმანიის ნაკრებმა იტალიას სამ გოლზე მეტი ბოლოს 77 წლის წინათ გაუტანა. ახლა კი მიუნხენში 4:1 მოუგო. 1939 წელს "მანშაფტმა" "გლი აძური" 5:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს გერმანიამ იტალიას 1995 წელს მოუგო (2:0). მას მერე, როგორც წესი, "სკუადრა აძურა" ამწარებდა მეტოქეს მნიშვნელოვან დაპირისპირებებში. ასე რომ, მიუნხენური განადგურებით იოახიმ ლიოვის გუნდმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა იტალიასთან.
75 - ეს არის ტიმ კეჰილის შედეგიანობის პროცენტი საკვალიფიკაციო მატჩებში. ავსტრალიის ნაკრების ვეტერანმა ფორვარდმა იორდანიასთან 5:1 მოგებულ თამაშში დუბლი შეასრულა. ახლა 36 წლის ფეხბურთელს 36 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი საკვალიფიკაციო ეტაპზე. სხვათა შორის, ავსტრალიელებმა 580-წუთიანი მშრალი სერია ვეღარ შეინარჩუნეს საშინაო არენაზე, როცა იორდანიელთა გოლი გაუშვეს.
50 - ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების მაისურით 50-ე გოლი გაიტანა. ეს მან ბოლივიასთან საკვალიფიკაციო მატჩში მოახერხა, რომელიც მესისთვის 107-ე სანაკრებო იყო. მესი მხოლოდ მეორე ფეხბურთელია არგენტინაში, ვინც 107 კეპი მოაგროვა. ლეომ კარიერაში უკვე 499 გოლი გაიტანა. შემდეგი საიუბილეო იქნება და მესი შეეცდება, მეხუთასე გოლი კლასიკოზე გაიტანოს.
10 - დაუმარცხებელი მატჩი ზედიზედ, ეს შესაძლოა, გრანდებისთვის არც ისე დიდი მიღწევაა, მაგრამ ჩრდილოირლანდიური ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა. გოლი სლოვენიელების კარში 23 წლის კონორ ვაშინგტონმა გაიტანა, ფეხბურთელმა, რომელიც სულ ახლახან სამოყვარულო ლიგაში თამაშით ერთობოდა, მისი ძირითადი პროფესია კი ფოსტალიონობაა.
100 - შინჯი ოკაზაკიმ იაპონიის ნაკრების მაისურა მეასედ მოირგო. ეს მან სირიასთან მატჩში მოახერხა. ოკაზაკი მხოლოდ მეხუთე იაპონელია, რომელმაც 100-მატჩიან ზღვარს უწია.
79 - ფერნანდო მუსლერამ პერუსთან მატჩში 79-ედ მოირგო ნაკრების მაისურა და ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტკეპიან გოლკიპერს, როდოლფო როდრიგესს გადაუსწრო. ამასთან, ურუგვაის ნაკრებმა შინ ზედიზედ მე-13 საშინაო თამაში არ წააგო მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირებში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"