გარი ნევილი მწვრთნელობისთვის თავის დანებებას არ აპირებს

AutoSharing Option
ესპანური "ვალენსიიდან" დათხოვნილი მთავარი მწვრთნელი გარი ნევილი მწვრთნელობისთვის თავის დანებებას არ აპირებს.
"ვალენსია": გარი ნევილი მოხსნეს

როგორც The Telegraph-ი იტყობინება, 41 წლის ინგლისელი ახალი კლუბის ძიებას აპირებს, სადაც ის კვლავ მწვრთნელად იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი მწვრთნელი წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ "ვალენსიიდან" გუშინ, 30 მარტს დაითხოვეს. ნევილის ხელმძღვანელობით "ღამურებმა" ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 10 მატჩი ვერ მოიგეს; ამასთანავე, ესპანეთის თასის ნახევარფინალში "ბარსელონასთან" ანგარიშით 0:7 განადგურდნენ.

4 თვის მანძილზე ნევილის გუნდმა ყველა ტურნირზე სულ 10 გამარჯვების მოპოვება შეძლო, 7 შეხვედრა ფრედ დაასრულა, 11 წააგო.
30 ტურის შემდეგ ლა ლიგაში "ვალენსია" სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც არ იცის იმას თავს როგორ დაანებებს?! :)
levan
14:35 31-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული