არ გვინდა დახურული ლიგა, სადაც "ლესტერის" დარი გუნდების მაგია არ იქნება

AutoSharing Option
საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის, International Campions Cup-ის დამაარსებელი ჩარლი სტილიტანო "ლესტერის" სეზონით აღფრთოვანებულია და თავის ტურნირში, ისევე, როგორც ზოგადად საფეხბურთო ელიტაში, ამ კლუბის ადგილს ხედავს.

"მელიების" საუცხოო თამაშმა და პრემიერლიგაში ტრიუმფთან მიახლოებამ კიდევ უფრო დიდი კამათი გამოიწვია პოტენციური "სუპერლიგის" შექმნის თაობაზე.

"სიმართლე ითქვას, მგონი, ჩემი სიტყვების არასწორი ციტირება მოხდა და მთელი ეს აჟიოტაჟიც ამას მოჰყვა. საუბარი International Campions Cup-ზე და ჩვენი ტურნირის გაფართოების გეგმებზე იყო, მეტი არაფერზე. სუპერლიგაზე სხვები საუბრობდნენ, საფეხბურთო ლიდერები და არა მე, უბრალო ბიჭი ნიუ ჯერსიდან.

პირადად მე,
ამ ლიგას, მაგალითად, "ლესტერის" გარეშე ვერ ვხედავ, იმის გათვალისწინებით, რასაც ეს გუნდი ახლა აკეთებს. განა ეს მაგიური რამ არ არის? ისინი მაგიურ ფეხბურთს თამაშობენ.

გვიმართლებს, რომ "ლესტერის" დარი გუნდი გამოჩნდა. მიკვირს, რატომ განეწყვნენ ჩემი და ჩემი სიტყვებისადმი ასე მტრულად. არადა, ვიმეორებ - მე არ მინდა დახურული ლიგა, მე მსურს, რომ მასში "ლესტერის" მსგავსი კლუბებიც იყვნენ.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ "ლესტერი" ვერ ხვდებოდეს ჩემპიონთა ლიგაზე, მიუხედავად იმისა, რაც გააკეთა და რასაც აკეთებს?

ეს აბსურდია. შესაძლოა, ეს სპორტის ისტორიაში საუკეთესო თავგადასავალია. მე არასდროს მითქვამს, რომ ასეთი გუნდები არ უნდა იყვნენ ლიგაში" - განაცხადა სტილიტანომ.

"ლესტერის" თამაშით აღფრთოვანებას ვერც იკერ კასილიასი მალავს. ესპანელი მეკარე "მელიების" გულშემატკივრად იქცა და კლაუდიო რანიერის გუნდს პრემიერლიგაში გაჩემპიონებას უსურვებს.

"ყველა ჩვენგანი საყვარელ გუნდს გულშემატკივრობს და მის ამბებს განიცდის. თუმცა, ვფიქრობ, რომ ასევე ყველა ჩვენგანი "ლესტერს" ცოტათი თავისად თვლის. ეს საუცხოო გუნდია და დაუჯერებელია, რასაც ახერხებს" - განაცხადა იკერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული