"მალმიოს" გაცოფებულმა ფეხბურთელმა ფანებს კუთხურის ალამი ესროლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შვედეთის ჩემპიონატის შეხვედრაში, სადაც "გეტებორგომი" "მალმიოს" მასპინძლობდა, ინციდენტი მოხდა.

მასპინძლების ფანებმა მოედანზე პეტარდა ისროლეს, რომელიც ფეხბურთელ ტობიას სანას წინ დაეცა და აფეთქდა. სანა იმ მომენტში ხურდებოდა.

ფანების ამგვარმა საქციელმა სანა გააცოფა. მან კუთხურის ალამი მოხსნა და გულშემატკივრებს ესროლა.

ამის შემდეგ არბიტრმა გუნდები გასახდელში გაუშვა, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ გადაწყვიტა, მატჩი აღარ გაეგრძელებინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული