უეფამ კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია 55-ე წევრად მიიღო

AutoSharing Option
3 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უეფას კონგრესი გაიმართა, სადაც ორგანიზაციის წევრობაზე კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება განიხილეს.

28 ქვეყანამ კოსოვოს უეფაში მიღებას მხარი დაუჭირა, 24 წინააღმდეგი წავიდა, კიდევ 2 ხმა კი სათვალავში არ მიიღეს. შესაბამისად, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად შევიდა უეფას შემადგენლობაში, როგორც 55-ე წევრი.

უეფას წლის ერთ-ერთ მთავარ შეხვედრაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი წარმოადგენენ. თუ რა პოზიცია დააფიქსირა კონგრესზე ქართულმა მხარემ, ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა აქამდე არ უღიარებია.

კონგრესზე ხმის მიცემის ფარული
პროცედურის ინიციატივით, შვეიცარიის საფეხბურთო კავშირის გენმდივანი ალექს მიშერი გამოვიდა, რასაც მხარი დაუჭირეს. თავის მხრივ, სერბეთის ფეხბურთის კავშირის ხელმძღვანელმა ტომისლავ კარაჯიჩმა აღნიშნა, რომ კოსოვოს უეფაში მიღება ნებისმიერი პირობით დაუშვებელია, რადგან ასეთი გადაწყვეტილება ფეხბურთში პოლიტიკის ჩარევის ღიად მანიშნებელი იქნება.

კოსოვოს რესპუბლიკა, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოა. სერბეთი მას თავის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ტერიტორიას ვერ აკონტროლებს.

კოსოვოს ფიფაში მიღების საკითხს 12-13 მაისს, მეხიკოში გასამართ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის კონგრესზე განიხილავენ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩვენთვის ძალიან ცუდი ნიშანია..მალე ალბათ "ევროპელები" აფხაზებსა და ოსებსაც მიიღებენ...
რატომ?
18:21 03-05-2016
0
აფხაზებდს და ოსებს, საერთოდ არანაირი კავშირი არა აქვთ კოსოვოსთან, და რა გჭირთ რა შედარებებს აკეთებთ?
afxaz
19:21 03-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული